კალენდარი
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ევროპულ ლიტერატურაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს მიღებას საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე ევროიპულ ლიტერატურაში.
სადოქტორო პროგრამა ხორციელდება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე ბოლონიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობოთ (იტალია). აღნიშნული პროგრამის განხორციელებით თსუ უერთდება რამდენიმე ევროპული უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ქსელს (DESE). იხ.: http://www2.lingue.unibo.it/dese/
ევროპული ლიტერატურის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულ დოქტორანტებს ჰყავთ ორი ხელმძღვანელი, ერთი თსუ–ს, ხოლო მეორე – ბოლონიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომლებიც ერთობლივად წარმართავენ დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის მომზადების პროცესს. დოქტორანტები წელიწადში ერთხელ, ბოლონიის უნივერსიტეტისა და თსუ–ს თანადაფინანსებით მონაწილეობენ ბელგიაში, სენეფის კოლეჯში ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარში, სადაც ევროპელ კოლეგებს წარუდგენენ თავისი კვლევის შედეგებს და მონაწილეობენ თემატურ დისკუსიებში. აქვე ხდება დოქტორანტების ნაშრომების შეფასება საერთაშორისო კომისიის მიერ.
ევროპული ლიტერატურის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს – დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში – ეძლევათ საშუალება, რომ სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ფარგლებში სწავლის გარკვეული პერიოდი (არანაკლებ ერთი სემესტრისა) გაატარონ ბოლონიის უნივერსიტეტში და აღნიშნული უნივერსიტეტის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ მიენიჭებათ არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არამედ ბოლონიის უნივერსიტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხიც. თსუ–სა და ბოლონიის უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის მინიჭების პროცედურა რეგულირდება თსუ-სა და ბოლონიის უნივერსიტეტს შორის დადებული სპეციალური ხელშეკრულებებით.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.tsu.ge/ge/faculties/humanities/news/RF1NAOVfRcN8ydKaj/?p=1