კალენდარი

საერთაშორისო მოკლევადიან პროგრამები 2024 - საჯარო სამსახურის ეროვნული ინსტიტუტი

საჯარო სამსახურის ეროვნული ინსტიტუტი (Institut National du Service Public -INSP, ყოფილი ENA) მთელი წლის განმავლობაში აცხადებს მიღებას მოკლევადიან საერთაშორისო პროგრამებზე. უცხოური ადმინისტრაციების მაღალი თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ 16 მოკლევადიანი საერთაშორისო პროგრამიდან აირჩიონ ერთ-ერთი. 1-დან 2 კვირამდე ხანგრძლივობის ეს ინოვაციური პროგრამები, ცოდნისა და უნარების გაღრმავების შესაძლებლობას აძლებს კანდიდატებს მმართველობისა და საზოგადოებრივ სფეროში ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო დონეზე.

აუცილებლად იპოვით თქვენთვის საინტერესო კურსს, შემოთავაზებულ ინგლისურ და ფრანგულ პროგრამებს შორის, მათ შორის: მოლაპარაკება ევროკავშირში და ევროკავშირთან, ურბანული მენეჯმენტი და მდგრადი განვითარება, რისკისა და კრიზისის მართვა ევროპულ და საერთაშორისო დონეზე, ასევე, ქალი ლიდერები: ლიდერობა და პროფესიული თანასწორობა, ციფრული ტრანსფორმაციის მართვა და მრავალი სხვა!

საფრანგეთის საელჩო საქართველოში და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ 2 სტიპენდიას, რომელიც დაფარავს რეგისტრაციისა და მგზავრობის ხარჯებს, რაც საშუალებას აძლევს 2 გამარჯვებულს მონაწილეობა მიიღოს ერთ-ერთ პროგრამაში!

პროგრამაში მონაწილეობისთვის, კანდიდატი უნდა დარეგისტრირდეს INSP-ს  ვებგევრდზე: https://insp.gouv.fr/pic-2024-en.

თითოეულ კანდიდატს პირადად ეცნობება განაცხადის მიღების ან უარყოფის შესახებ. შერჩეულ კანდიდატებს შორის, ორ გამარჯვებულს საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი შესთავაზებს სტიპენდიას, რომელიც მოიცავს რეგისტრაციისა და მგზავრობის ხარჯებს PIC პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად!

რეგისტრაციისა და ჩარიცხვის პროცედურასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://insp.gouv.fr/registration-procedures.