კალენდარი

"იდეების ღამე" - 2020

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო პროექტის - "იდეების ღამე" - 2020 წლის გამოშვების ფარგლებში გამართულ დებატებში.

დებატების მთავარი თემა შეეხება კიბერ ევოლუციას და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო ინოვაციებს, მათ გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე: ახალი და მილევადი პროფესიების წარმოშობას, მუდმივად ჩართული და დაკავშირებული საგნების გამოყენებას და პირადი სივრცის/ცხოვრების დაცვას, სოციალური ქსელებისა და მათი ალგორითმების გავლენას საჯარო განხილვების დროს ვირტუალურ და რეალურ ცხოვრებაში და სხვა.


დებატებს მოდერაციას გაუწევს საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების რეგიონული ატაშე - ბრუნო ბალდუკი.

თარიღი: 2020 წლის 30 იანვარი

დრო: 19:00 - 21:00

მისამართი: საქართველოს მწერალთა სახლი, ივანე მაჩაბლის ქუჩა 13.

გაეცანით ღონისძიების პროგრამას !

მოდით ბევრნი!