კალენდარი

„ქარავან არტ ფორუმი“
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი წელსაც გიწვევთ ქუთაისის „ქარავან არტ ფორუმის“ ფესტივალზე, რომელიც 16-იდან 19 ივნისამდე გაიმართება.
2025 წლის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებს, მათ შორის საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან ბურკინა ფასოდან და რა თქმა უნდა საქართველოდან.
პროგრამაშია: კონფერენციები, სემინარები, მუზეუმების და გალერეების დათვალიერება, საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების გამოფენა თემაზე "ურბანული პეიზაჟები". ყველა ღონისძიებას მრავალრიცხოვანი მომხსენებლები, ხელოვანები და ექსპერტები წარმართავენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფესტივალის Facebook გვერდს : https://www.facebook.com/Caravanartforum