კალენდარი
პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტი - განაცხადების მიღება დაიწყო!
პოსტ-სადოქტორო მობილობის პროგრამა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა (IFG) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროგრამა ყოველწლიურად შესალებლობას აძლევს ორ ქართველ მკვლევარს, დაფინანსება მოიპოვოს ერთთვიანი სამეცნიერო საქმიანობისთვის საფრანგეთში.
პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტი მოიცავს:
- კვლევით სტიპენდიას 2000 ევროს ფარგლებში
- ორმხრივ ავიაბილეთს საფრანგეთის მიმართულებით 500 ევროს ფარგლებში
IFG-ს სურს წაახალისოს ფრანგ და ქართველ მკვლევრებს შორის ორმხრივი სამეცნიერო თანამშრომლობა. პროგრამის მიზანია საფუძველი ჩაუყაროს ფართომასშტაბიან, ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო კვლევით პროექტებს CNRS-ისა და Horizon Europe-ის ფარგლები. კვლევითი მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სამეცნიერო დარგის წარმომადგენელს.
განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
- დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც მინიჭებულია საქართველოში ან სხვა ქვეყანაში და ხარისხის მინიჭებიდან გასულია არაუმეტეს 12 წელი
- დეტალური CV ქართულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე
- მასპინძელი დაწესებულების ან კვლევის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი
- დეტალურად აღწერილი კვლევითი პროექტი უნდა ატვირთოთ ონლაინ განაცხადის სახით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე ინგლისურ (ან
ფრანგულ) და ქართულ ენებზე. კანდიდატმა უნდა განსაზღვროს კვლევის მიზნები და შედეგები, ასევე მასპინძელი დაწესებულების ფარგლებში დაგეგმილი კვლევითი საქმიანობის
განრიგი. საჭიროა დოკუმენტაციას დაერთოს ყველა სამეცნიერო და აკადემიური პუბლიკაციის ჩამონათვალი.
ფრანგულ) და ქართულ ენებზე. კანდიდატმა უნდა განსაზღვროს კვლევის მიზნები და შედეგები, ასევე მასპინძელი დაწესებულების ფარგლებში დაგეგმილი კვლევითი საქმიანობის
განრიგი. საჭიროა დოკუმენტაციას დაერთოს ყველა სამეცნიერო და აკადემიური პუბლიკაციის ჩამონათვალი.
საუკეთესო დოსიეებს შეარჩევს ფრანგი და ქართველი მეცნიერებისგან შემდგარი ჟიური.
განაცხადების მიღება დაწყებულია 2024 წლის 1 მარტიდან და გრძელდება 8 აპრილამდე.
განაცხადების წარდგენა ხდება რუსთაველის სამეცნიერო ფონდში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშეს, ქალბატონ ალექსანდრა რიშტერს: alexandra.richter@institutfrancais.ge