კალენდარი
„პატარა მუშკეტერები და მათი მშობლები“
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი კავკასიის ფრანგულ სკოლასთან პარტნიორობით, იწყებს ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის კომბინირებული კურსების ახალ ციკლს: „პატარა მუშკეტერები და მათი მშობლები“.
კურსი გულისხმობს სასწავლო პროგრამას 3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის და პარალელურ კურსს მათი მშობლებისთვის.
ბავშვები გაეცნობიან ფრანგულ ენას სახალისო აქტივობების საშუალებით.
პატარებთან ერთად, მშობლებს საშუალება გექნებათ დაესწროთ ზრდასრულებისთვის განკუთვნილ ენის კურსს, რათა აღმოაჩინოთ ფრანგული ენა, ან გაიღრმაოთ ცოდნა მეგობრულ გარემოში.
როდის? ყოველ შაბათს 11:00 საათზე
სად? კავკასიის ფრანგულ სკოლაში
ხანგრძლივობა: 1 საათი
დონე: დამწყები (A1-A2)
შემოგვიერთდით და ისწავლეთ ოჯახთან ერთად!
რეგისტრაციისთვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
- ნომერზე 2 92 28 55, ან მოგვწერეთ info@institutfrancais.ge