კალენდარი
პარიზის საერთაშორისო სახელოვნებო ცენტრის - " Cité internationale des arts " რეზიდენცია 2025-2026
ფრანგული ინსტიტუტი აცხადებს კანდიდატურების მიღებას 2025-2026 წლებში პარიზის საერთაშორისო სახელოვნებო ცენტრის Cité internationale des arts რეზიდენციაში მონაწილეობის მისაღებად.
გთხოვთ იხილოთ რეზიდენციაში მონაწილეობის დეტალური პირობები ფრანგულ და ინგლისურ ენებზე:
ფრანგული
კანდიდატურის წარდგენა
კანდიდატურის დოსიე უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული სახით მოთხოვნილი საბუთებით WORD და PDF ფორმატში
საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში შემდეგ მისამართებზე: salome.murvanidze@institutfrancais.ge და tea.jikidze@institutfrancais.ge
კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 20 ოქტომბერი.