კალენდარი

ოლიმპიური და პარალიმპიური სპორტის დღე

2024 წლის პარიზის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ფარგლებში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ სპორტულ-გასართობ ღონისძიებაზე, რომელიც 25 ივნისს, 16:00 საათიდან 20:00 საათამდე, ხაზინის 4 -ის მიმდებარედ ჩატარდება.

საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა შეგიძლიათ ყველას, დიდებს და პატარებს, მოყვარულებს თუ გამოცდილ სპორტსმენებს!

პროგრამაშია :

16:30 გახსნის ოფიციალური ცერემონია
17:00 - 19:00 სპორტული აქტივობები კალათბურთის, ტაეკვონდოს, პარატაეკვონდოს, ბოჩას, რაგბის, პარამშვილდოსნობის და მშვილდოსნობის ფედერაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
19:15 ცნობილი თანამედროვე ქორეოგრაფის, მურად მერზუკის, სპეციალურად ახალგაზრდებისთვის შექმნილი ოლიმპიური ცეკვის ფლეშმობი. ქორეოგრაფი გვთავაზობს, ცეკვის საშუალებით

შევუერთდეთ პარიზის ოლიმპიადას, რადგანაც ბრეიქ დანსი წელს პირველად გახდა ოლიმპიურ თამაშების ოფიციალური სახეობა.

„ოლიმპიური ცეკვა“ შედგება მარტივი განმეორებადი ელემენტებისგან, რომლებიც ქორეოგრაფიულად გადმოსცემს სპორტულ სახეობებსა და ილეთებს.

იხილეთ ვიდეო გაკვეთილები ცეკვის მარტივი, სამოყვარულო შესრულებისთვის და შემოგვიერთდით:
https://www.youtube.com/watch?v=wzCDxz7PHM0…

გელოდებით მეგობრებთან ერთად !