კალენდარი
My French Film Festival
ფესტივალი უკვე მეშვიდედ ტარდება და წარმოგვიდგენს ახალ ფილმებს, ახალ პარტნიორ ონლაინ პლატფორმებს და აწყობს კინოდარბაზში სეანსებს მრავალ სხვადასხვა ადგილას.
როდის?
2017 წლის 13 იანვრიდან 13 თებერვლის ჩათვლით, კინომოყვარულებს მთელი მსოფლიოდან ექნებათ წვდომა ფრანგული კინოს მე-7 ონლაინ კინოფესტივალის ფილმებზე.
პრინციპი
კონკურსში მონაწილეობას იღებს 10 სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი ფრანგული მხატვრული ფილმი. ინტერნეტმომხმარებლებმა უნდა შეაფასონ ყველა ფილმი და დატოვონ საკუთარი კომენტარები ვებგვერდზე. კონკურსში ასევე მონაწილეობას იღებს ორი ბელგიური ფილმი და, კონკურსგარეშე - ერთი კლასიკური ფილმი, ორი კანადური ფრანგულენოვანი ფილმი და ორიც შვეიცარული ფრანგულენოვანი ფილმი.
სად ვნახოთ ფილმები?
- ონლაინ რეჟიმში :
პლატფორმაზე myFrenchFilmFestival.com მთელი მსოფლიოდან. ფილმების ნახვა ასევე შეგიძლიათ ოცდაათამდე სხვა პარტნიორ პლატფორმაზე, ადგილმდებარეობის მიხედვით, მათ შორის iTunes-ის საშუალებით 90-მდე ქვეყანაში.
- კინოდარბაზებში :
ჩვენებები კინოდარბაზებში თქვენს მეზობლად მთელი ფესტივალის განმავლობაში. ჩვენების ადგილებისა და საათების შესახებ ინფორმაცია მუდმივად დაზუსტდება ვებგვერდზე.
- თვითმფრინავებში :
ფესტივალი ასევე წარმოდგენილი იქნება თვითმფრინავებში. ფილმების ნახვა შესაძლებელი იქნება მრავალი ავიაკომპანიის ბორტებზე მთელი წლის განმავლობაში. ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.
ლაურეატები
ფესტივალის დასასრულს გაიცემა სამი პრიზი :
საერთაშორისო კინოხელოვანთა ჟიურის პრიზი.
ლაკოსტას კინომაყურებლის პრიზი - ინტერნეტმომხმარებელს მთელი მსოფლიოდან შეუძლია ხმა მისცეს მათ რჩეულ ფილმს ფესტივალის პლატფორმაზე.
უცხოური დიდი ყოველდღიური გაზეთების ჟურნალისტებისგან შედგენილი ჟიურის პრიზი - საერთაშორისო პრესის პრიზი.
კინოხელოვანთა და საერთაშორისო პრესის ჟიური შეიკრიბება პარიზში ფესტივალის განმავლობაში გამარჯვებული ფილმის გამოსავლენად. გამარჯვებული ფილმების ჩვენება მოეწყობა ავიაკომპანია Air France -ის თვითმფრინავებში 6 თვის განმავლობაში 2017 წლის ივლისიდან.
ტარიფი
ყველა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნახვა უფასოა მთელ მსოფლიოში. ყოველ წელს, ფესტივალი უფასოა ზოგიერთ ადგილას. წელს საფასურისგან გათავისუფლებულია ლათინური ამერიკა, რუსეთი, პოლონეთი, რუმინეთი, აფრიკა და ინდოეთი.
ფესტივალის პარტნიორი პლატფორმა რუსეთში, https://www.ivi.ru/ საშუალებას აძლევს ქართველ მაყურებელს უფასოდ ნახოს ფილმები. ისარგებლეთ ამით!
დანარჩენი ტერიტორიებისთვის :
სრულმეტრაჟიანი ფილმის დაქირავება : 1,99€
ფესტივალის აბონიმენტი : 5,99€ ყველა ფილმის სანახავად.