კალენდარი

მუსიკის დღე 2025

შაბათს, 21 ივნისს, თბილისში, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიაზე (ხაზინას ქ. №4), ერთად ვიზეიმოთ მუსიკის დღე.


საფრანგეთიდან და საქართველოდან მოწვეული ოთხი არტისტი  უნიკალურ მუსიკალურ კომპოზიციას შეასრულებს.


შარლოტ პლანშუ და ზოე პერე, ქართველ მუსიკოსებთან, თიკო გოგობერიძე და ბექა ბუჩუკურთან ერთად, გამოიკვლევენ ქართულ, ბავარიულ, ოქსიტონურ და ფრანგულ პოლიფონიურ ტრადიციებს.


პროექტი ეძღვნება თბილისს, მის ხალხურ სიმღერებს, ხმოვან სამყაროსა და ქალაქის აუდიო ატმოსფეროს. ქალაქის შუაგულში გაკეთებული ხმოვანი ჩანაწერების გამოყენებით, ხელოვანები შექმნიან ექსპერიმენტულ ვოკალურ ნაწარმოებს, რომელიც შთაგონებულია ურბანული გარემოთი და იმ კავშირებით, რომლებიც ევროპულ პოლიფონიებს აერთიანებს.


ეს კოლექტიური შემოქმედებითი ნამუშევარი ევროპული ვოკალური ტრადიციების თანამედროვე მოგზაურობას შემოგთავაზებთ.