კალენდარი
მთარგმნელის სტიპენდის კონკურსის ვადა იწურება
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მთარგმნელებს სთავაზობს წარადგინონ თავიანთი კანდიდატურები საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის (CNL) სტიპენდიის მისაღებად, რომელიც განკუთვნილია მთარგმნელებისთვის ფრანგულიდან უცხო ენებზე.
მთარგმნელის სტიპენდია ენიჭება მთარგმნელს, რომელიც თარგმნის ფრანგი ავტორის ნაწარმოებს ფრანგულიდან ქართულ ენაზე, მისი გამოცემის მიზნით, და თარგმანზე სამუშაოდ სჭირდება საფრანგეთში გამგზავრება. კონკურსში გამარჯვებულს ენიჭება სტიპენდია თვეში 2000 ევროს ოდენობით 1-დან 3 თვემდე ვადით საფრანგეთში გასამგზავრებლად.