კალენდარი
ონლაინ | 2022-02-25 17სთ00
მოლიერის დაბადების 400 წლისთავი
მოლიერის დაბადების 400 წლისთავთან დაკავშირებით,
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
გიწვევთ ონლაინ შეხვედრაზე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ, თეატრმცოდნე და მთარგმნელ
ირინა ღოღობერიძესთან
"მოლიერი ყველგან და ყოველთვის"
"მოლიერი ყველგან და ყოველთვის"
პარასკევს, 2022 წლის 25 თებერვალს 17სთ00წთ-ზე
შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.
ზუმის ბმული:
https://us02web.zoom.us/j/82062833296
https://us02web.zoom.us/j/82062833296
უდიდესი ფრანგი დრამატურგი, ჟან-ბატისტ პოკლენი, ცნობილი როგორც მოლიერი, დაიბადა 1622 წელს პარიზში და გარდაიცვალა 1673 წელს, 51 წლის ასაკში, თავისი პიესის, "წარმოსახვითი ავადმყოფის", მთავარი როლის მეოთხედ შესრულებიდან რამდენიმე საათში.
მოლიერმა სიცოცხლეშივე გაითქვა სახელი. კომედიის ჟანრის უმაღლეს დონემდე აყვანით, რომელიც მის შემოქმედებამდე მეორეხარისხოვნად იყო მიჩნეული, მოლიერმა სასიცოცხლო სტიმული შესძინა თეატრს. პიესები რომ მეტად ხალასი გაეხდა, მან გამოიყენა კომედიის ყველა ფორმა, პაროდიიდან დაწყებული სიტყვების თამაშით დამთავრებული, კალამბურის და განმეორებადი იუმორის ჩათვლით. მოლიერი, ლუდოვიკო XIV-ის საყვარელი მსახიობი, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც როგორც ლიტერატურის წარმომადგენელმა, მიიღო სამეფო პრემია. მოლიერს აფასებდნენ არა მხოლოდ თავისი დროის სხვა დიდი ავტორები, და მათ შორის იყო ლა ფონტენიც, არამედ ის ცნობილი იყო საზღვარგარეთაც. ჟან-ბატისტ მოლიერი ფრანგული თეატრის შეუცვლელი ფიგურაა.
საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, ირინა ღოღობერიძე არის დამოუკიდებელი კრიტიკოსი. იგი არის საქართველოს თეატრალურ კრიტიკოსთა კავშირის დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი, ამავე დროს, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (http://www.aict-iatc.org) ვიცე-პრეზიდენტი და ეროვნული განყოფილების პრეზიდენტი. ირინა ღოღობერიძე თანამშრომლობს სხვადასხვა თეატრალურ ჟურნალთან: ’’UBU-ევროპის სცენები’’, ’’Mu’’, ’’Alternative’’, ‘’თეატრი და ცხოვრება’’ და ა.შ., ასევე საქართველოს და ევროპის რადიოსა და ტელევიზიებთან. ირინა ღოღობერიძე არის ევროპულ, ფრანგულ და ქართულ თეატრზე მედიაში გამოქვეყნებული მრავალი კრიტიკული პუბლიკაციის ავტორი. მან ფრანგულიდან ქართულ ენაზე თარგმნა მარივოს, ჟან ჟიროდუს, ჟორჟ ფედოს, სამუელ ბეკეტის, ფრანსუაზ საგანის, ამელი ნოტომბის და სხვა ავტორთა ნაწარმოებები.