კალენდარი

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი "ვამაყობ ჩვენი, მსოფლიოსთვის ღია, მემკვიდრეობით"

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი
"ვამაყობ ჩვენი, მსოფლიოსთვის ღია, მემკვიდრეობით"

ევროკავშირის დელეგაცია ევროსაბჭოში, ევროსაბჭოს მხარდაჭერით, გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ მის მიერ პირველად ორგანიზებულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში.
2019 წლის 5 თებერვლამდე, თქვენ შეგიძლიათ გამორატოთ თქვენი აზრი თემაზე"ვამაყობ ჩვენი, მსოფლიოსთვის ღია, მემკვიდრეობით".

აიღეთ ხელში თქვენი ფოტოაპარატი ან, თუნდაც, სმარტფონი და წარმოაჩინეთ თქვენი კრეატიულობა სამ წუთში აღნიშნულ თემაზე. გააგონეთ სხვას თქვენი ხმა და გააცანით თქვენი მემკვიდრეობა.

საუკეთესო ვიდეოებს გამოავლენს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებისა და ერთი პროფესიონალი კინოხელოვანისგან დაკომპლექტებული ჟიური. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართება კონკურსის დასრულების ცერემონიაზე. და, ბოლოს, ყველაზე საუკეთესო ნაწილი: კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა 800 ევროს ღირებულების კამერისა და სტაბილიზატორის კომპლექტი. 


გული არ დაგწყდეთ, თუ ცერემონიის დროს პრიზს ვერ მიიღებთ. თქვენ გამარჯვების შანსი კიდევ გაქვთ. მოკლემეტრაჟიანი ფილმები ცერემონიის შემდეგ განთავსდება სოციალურ ქსელებში და ის ფილმი, რომელიც ყველაზე მეტ "მოწონებას" დაიმსახურებს, მიიღებს მაყურებლის პრიზს  - 500 ევროს ღირებულების ვიდეოპროექტორსა და მობილურ ეკრანს.


ნამუშევრის გაგზავნის ბოლო ვადა :
2019 წლის 5 თებერვლის შუაღამის 12 საათი.

პირობები და კანდიდატის აპლიკაცია: https://www.coe.int/en/web/human-rights-channel/film-competition