კალენდარი
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი
პანდემიური მდგომარეობის გამო შექმნილი სირთულეების მიუხედავად „მოკლემეტრაჟიანი ფილმების“ ფესტივალი წელს ჩვეულ რეჟიმში ბრუნდება და 2022 წლის 18-19 მარტს გაიმართება. ფართომასშტაბიანი უფასო ფესტივალი ღიაა ყველა მსურველისთვის. ფესტივალი მაყურებელს სთავაზობს ჩვენებებს 6000-ზე მეტ ლოკაციაზე, როგორც საფრანგეთში ასევე მის საზღვრებს გარეთ.
ამ ყოველწლიური ღონისძიების მიზანია, მოკლემეტრაჟიანი ფილმების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა ფართო პუბლიკისთვის.
ერთი კვირის განმავლობაში, ფესტივალის მეშვეობით, კინომოყვარულები, ნეოფიტები, ახალგაზრდა პუბლიკა, ოჯახები თუ უბრალოდ ამ დარგით გატაცებული ადამიანები ეზიარებიან მოკლემეტრაჟიანი ფილმის მაგიას საფრანგეთსა და ასევე მთელ მსოფლიოში.
ყოველწლიურად სხვადახვა ასაკის პუბლიკისთვის, „მოკლემეტრაჟიანი ფილმების“ ფესტივალი ქმნის ოფიციალურ პროგრამას რათა გამოარჩიოს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ხელი შეუწყოს მომავალ რეჟისორებს.
წელს, ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ ფემინიზმის, ინფორმაციით მანიპულირებისა და ინკლუზიის თემატიკის ირგვლივ გაერთიანებულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს. ასევე პროგრამის ერთი ნაწილი დაეთმობა ახალგაზრდა პუბლიკას. იხილეთ დეტალური პროგრამა.
,,მოკლემეტრაჟიანი ფილმების’’ ფესტივალის ორგანიზებას უზრუნველყოფს საქართველოს ფრანგული ისნტიტუტი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, მოკლემეტრანჟიანი ფილმის სააგენტოსა და კინოს ეროვნული ცენტრის (CNC) დახმარებით.
ენები: ფრანგული, ინგლისური, ქართული
კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების გამო, ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა შეზღუდულია (30 ადამიანი) მსურველებს გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია და ადგილზე წარმოადგინოთ ვალიდური კოვიდ პასპორტი ( ან ბოლო 48 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტი/ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი).
დამატებითი ინფორმაციისთვის , შეგიძლიათ მიმართოთ ლეონორა ფუნდს:
ელ.ფოსტა: leonora.fund@diplomatie.gouv.
შეხვედრამდე 18 და 19 მარტს!