კალენდარი
მიმზიდველობა, პროდუქტიულობა, გადასახადები... დავამსხვრიოთ საფრანგეთთან დაკავშირებული 9 სტერეოტიპი !
1. "საფრანგეთი სიჩქარეს კარგავს"
● ეკონომიკური სიძლიერით საფრანგეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა და, 65 მილიონი მომხმარებლით, ერთიანი შიდა პროდუქტის სიდიდით კი ევროპაში მე-2 (საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2014 წელი, ევროსტატი 2014 წელი).
● ის ევროპაში რიგით მე-2 ადგილს იკავებს ნაყოფიერების მიხედვით (ევროსტატი 2014 წელი). გერმანიის, იტალიისა და ესპანეთისგან განსხვავებით, შობადობის რაოდენობა სტაბილურია ბოლო 40 წლის განმავლობაში (დემოგრაფიული კვლევის ეროვნული ინსტიტუტი, 2014 წელი).
2."ფრანგები საკმარისად არმუშაობენ"
● საშუალოდ, ფრანგი დასაქმებული გერმანელზე მეტს მუშაობს : გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე 44,3 საათი 42,9 საათის სანაცვლოდ და გადაწყვეტილების შემსრულებელ პოზიციაზე 36,2 საათი 34,5 საათის სანაცვლოდ (ევროსტატი, 2014 წელი).
● საფრანგეთს მსოფლიოში მე-6 ადგილი უკავია ნამუშევარი საათების პროდუქტიულობის მხრივ, გერმანიისა (მე-7) და გაერთიანებული სამეფოს (მე-13) წინ. (Conference Board, 2014).
3."სიყვა « მეწარმე » ფრანგული არაა"
● საფრანგეთი, ახალი საწარმოების შექმნის რაოდენობით, ევროპაში პირველ ადგილს იკავებს (ევროსტატი, 2014. 2011 წლის მონაცემები).
● 2013 წელს საფრანგეთში 538 000 საწარმო შეიქმნა, მათ შორის 275 000 ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით (ეკონომიკური კვლევებისა და სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი, 2014 წელი).
4."საფრანგეთი ბიუროკრატიული ქვეყანაა"
● G20-ის წევრი ქვეყნებიდან საფრანგეთში ყველაზე მარტივია საწარმოს შექმნა: ამისათვის საკმარისია 5 ადმინისტრაციული პროცედურის გავლა და 7 დღე მაშინ, როცა G20-ის სხვა ქვეყნებში ამას საშუალოდ 7,6 პროცედურა და 22 დღე სჭირდება (მიმზიდველობის ბარომეტრი EY, 2014 წელი).
● ამასთანავე, ციფრული ადმინისტრირების მხრივ ის ევროპაში პირველ და მსოფლიოში მე-4 ადგილს იკავებს (E-Government survey, ONU, 2014).
5."ფრანგული საგადასახადო სისტემა ძალიან მძიმეა"
KPMG -ს კვლევა « კონკურენტული არჩევანი » (2014 წელი) ადარებს 10 ქვეყნის ეფექტურ საგადასახადო განაკვეთებს:
● კვლევისა და განვითარების სექტორში საფრანგეთს პირველი ადგილი უკავია,
● ციფრული ტექნოლოგიების სექტორში - მე-3 ადგილი,
● წარმოების სექტორში - მე-4 ადგილი. ამასთანავე, მთავრობა ამსუბუქებს საწარმოების საგადასახადო ტვირთს.
6."საფრანგეთი ჩამორჩება ინოვაციების, კვლევისა და განვითარების სექტორში"
საერთაშორისო პატენტების რაოდენობით საფრანგეთს ევროპაში მე-2 და მსოფლიოში მე-6 ადგილი უკავია (ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, ივლისი 2013 წელი). დელოიტის კლასიფიკაციის "Technology Fast 500 EMEA 2014" მიხედვით, ევროპა - ახლო აღმოსავლეთი - აფრიკის ზონაში, საფრანგეთი უკვე მე-4 წელია ლიდერობს : ტექნოლოგიის სექტორის ყველაზე წარმატებული 500 საწარმოდან 86 ფრანგულია.
7."საფრანგეთი არ იზიდავს უცხოელ ტალანტებს"
● ყოველკვირეულად, საშუალოდ 13 უცხოური საწარმოს ხელმძღვანელი იღებს საფრანგეთში ინვესტირების გადაწყვეტილებას.
● საფრანგეთი მსოფლიოში მე-3 ადგილზეა უცხოელი სტუდენტების რაოდენობით (კამპუს ფრანსი, 2013 წელი).
● ქვეყანაში მყოფი 10-დან 9 სტუდენტი რეკომენდაციას უწევს საფრანგეთს, როგორც სასწავლო მიმართულებას (კამპუს ფრანსის ბარომეტრი, 2013 წელი).
8."საფრანგეთი არ არის ღია გლობალიზაციისთვის"
● 2003-2013 წლებში, საფრანგეთში სამუშაო ადგილების შემქმნელი 6 600 უცხოური ინვესტიციის პროექტი განხორციელდა (საერთაშორისო ინვესტიციების ფრანგული სააგენტო, საფრანგეთში უცხოური ინვესტიციების წლიური კვლევა 2013 წელი).
● საფრანგეთში 20 000 უცხოური საწარმო ფუნქციონირებს, სადაც 2 მილიონი პირია დასაქმებული (ეკონომიკური კვლევისა და სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი, 2014 წელი).
● CAC 40 -ის საწარმოების 46,7% უცხოელი ინსვესტორების მფლობელობაშია (საფრანგეთის ეროვნული ბანკი, 2014 წელი).
9."საფრანგეთი მხოლოდ ლუქსისა და ყველის ქვეყანაა"
● აღნიშნული 2 სფეროს გარდა, მსოფლიოს პირველი 200 მსხვილი ჯგუფიდან 17 ფრანგულია (გლობალური სიმდიდრის კლასიფიკაცია 500, 2014 წელი). მათი საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია: ენერგეტიკა, მშენებლობა თუ დაზღვევა.
● საფრანგეთი ასევე პირველ ადგილს იკავებს ევროპაში : მსოფლიოში პირველი 100 ინოვაციური საწარმოდან 7 ფრანგულია (ტომსონსროიტერი, 2014 წელი).