კალენდარი

მიიღეთ მონაწილეობა "Goût de France / Good France 2017"-ში!
2017 წლის 21 მარტს, Goût de France / Good France უკვე მესამედ გააერთიანებს მსოფლიოს 2000-ზე მეტ შეფ-მზარეულს ფრანგული გასტრონომიის დღესასწაულის აღსანიშნავად.
1912 წელს, ოგიუსტ ესკოფიემ წამოიწყო ტრადიცია სახელად „ეპიკურეს სადილები“: ერთი და იგივე მენიუ, ერთი და იგივე დღე, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქები და რაც შეიძლება მეტი მოწვეული სტუმარი. ოპერაცია Goût de France / Good France, სადილის სახით, სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელების მცდელობაა და ის აძლევს საშუალებას შეფ-მზარეულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობა მიიღონ ამ საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელიც ფრანგული სამზარეულოს ბრწყინვალებასა და მის ღირებულებებს აღნიშნავს.
Goût de France / Good France პირველად 2015 წლის 19 მარტს ჩატარდა, მას შემდეგ რაც „ფრანგული გასტრონომია“ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ შეფ-მზარეულებს მთელი მსოფლიოდან. მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოგზავნოთ თქვენი კანდიდატურები Goût de France / Good France-ის საიტზე, არა უგვიანეს 2017 წლის 25 იანვრისა. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა?
სადღესასწაულო სადილი სარგებლობს საერთაშორისო გაშუქებით, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ შეფ-მზარეულს წინა პლანზე წამოწიოს მისი სამზარეულო და უნარ-ჩვევები, რაშიც მას აქტიურად დაეხმარებიან საელჩოები, Atout France და მისი პარტნიორი მედიები, France Media Monde, TV5 Monde და JC Decaux.
Goût de France / Good France-ში მონაწილეობის მიღება ნიშნავს:
ღონისძიების წინა პერიოდში, თითოეულ მონაწილე რესტორანს გადაეცემა Goût de France / Good France-ის ერთი სტიკერი და ორი პოსტერი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოაკრან დაწესებულებაში, რათა მოხდეს ამ ამბის პოპულარიზება.
როგორი მენიუ უნდა შევთავაზოთ 2017 წლის 21 მარტს?
შეფ-მზარეულებს ეძლევათ სრული თავისუფლება პროდუქტების შერჩევასა და შეძენაში. მთავარია, რომ თითოეული მენიუს შთაგონების წყარო იყოს ფრანგული სამზარეულო და გვაჩვენებდეს მის მრავალფეროვნებას.
აუცილებლად დასაცავი თანმიმდევრობა:
(*) თუ რომელიმე რესტორანი ჩათვლის, რომ არ შეუძლია ხარისხიანი ყველის შემოთავაზება, სანაცვლოდ შეიძლება წარადგინოს ორი სახეობის დესერტი.
ძირითადი მოთხოვნა
„ჯანსაღი კვების“ ჩარჩოების შესანარჩუნებლად, თითოეული მენიუ უნდა შედგებოდეს ნაკლებად ცხიმიანი, ტკბილი და მარილიანი კერძებისაგან, და მასში აუცილებლად უნდა იყოს ბოსტნეული და მარცვლეული.
ფასი / ჟესტი
მენიუს ფასი რესტორნის გადასაწყვეტია. სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი, რომ გაყიდვებიდან შემოსული თანხის 5% გადაერიცხოს ისეთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ჯანმრთელობისა და ბუნების დაცვის სფეროში მოღვაწეობს.

- მსოფლიოს წამყვანი შეფ-მზარეულებისგან შედგენილი კომისიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატის მოპოვებას
- შეფ-მზარეულთა საერთაშორისო საზოგადოების წევრობას, რომელიც 2500 მეტ მზარეულს აერთიანებს
- ფრანგული კულინარიის მემკვიდრეობის ცნობადობის გაზრდაში წვლილის შეტანას
- საკუთარი ცნობადობის გაზრდას ფრანგ და უცხოელ კლიენტებს შორის
- საკუთარი რესტორნის მომხმარებლების რიცხვის გაზრდას
ღონისძიების წინა პერიოდში, თითოეულ მონაწილე რესტორანს გადაეცემა Goût de France / Good France-ის ერთი სტიკერი და ორი პოსტერი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოაკრან დაწესებულებაში, რათა მოხდეს ამ ამბის პოპულარიზება.
როგორი მენიუ უნდა შევთავაზოთ 2017 წლის 21 მარტს?
შეფ-მზარეულებს ეძლევათ სრული თავისუფლება პროდუქტების შერჩევასა და შეძენაში. მთავარია, რომ თითოეული მენიუს შთაგონების წყარო იყოს ფრანგული სამზარეულო და გვაჩვენებდეს მის მრავალფეროვნებას.
აუცილებლად დასაცავი თანმიმდევრობა:
- აპეტაიზერი (აპერიტივი)
- სტარტერი
- კერძი
- ყველი
- დესერტი (*)
- ფრანგული ღვინოები და შამპანურები