კალენდარი
ლიტერატურული შეხვედრა - ტაჰერ ბინ ჯელუნის "ქვიშის ბავშვი"
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
გიწვევთ ლიტერატურულ შეხვედრაზე
ბატონი ოთარ დალაქიშვილი
საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის ჟურნალისტი
წარმოგიდგენთ
ტაჰერ ბინ ჯელუნის
2009 წლის გონკურის პრემიის ლაურეატ რომანს
"ქვიშის ბავშვი"
და
მარი ნდიეს რომანს
"სამი ძლევამოსილი ქალი"
ხუთშაბათს, 6 თებერვალს 18სთ30-ზე
ტაჰერ ბინ ჯელუნი (ფრანგული გამოთქმით ტაარ ბენ ჟელუნი) დაიბადა 1944 წელს ქალაქ ფესში. მან ბავშვობა ტანჟერში გაატარა, განათლება კი რაბატის უნივერსიტეტში გააგრძელა. 1971 წელს ტაჰერ ბინ ჯელუნი სოციოლოგიის კურსის გასაგრძელებლად პარიზში დასახლდა და მალევე მიჰყო ხელი წერას. 1985 წელს გამოქვეყნდა ბინ ჯელუნის რომანი ’’ქვიშის ბავშვი’’, რომელმაც მას აღიარება მოუტანა. 1987 წელს კი ბინ ჯელუნს მიენიჭა გონკურის პრემია რომანისთვის ’’ წმინდა ღამე ’’.
ბინ ჯელუნი მრავალი რომანის, ესეის და პოეტური ნაწარმოების ავტორია. დღეისთვის იგი ცოცხალი ფრანკოფონი ავტორია, რომლის ნაწარმოებებსაც მსოფლიოში ყველაზე ხშირად თარგმნიან. მისი შემოქმედება თარგმნილია 40 ენაზე. 2008 წლიდან ტაჰერ ბინ ჯელუნი გონკურის პრესტიჟული პრემიის ჟიურის წევრია.
რომანი ’’ქვიშის ბავშვი’’ საკუთარი იდენტობის ძიებაში მყოფი ახალგაზრდის ამბავს მოუთხრობს მკითხველს. რომანი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე.
მარი ნდიე დაიბადა 1967 წლის 4 ივნისს პიტივიეში, საფრანგეთში. იგი ენათმეცნიერებას სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში და ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო წერა. 17 წლისამ გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი ’’რაც შეეხება უზრუნველყოფილ მომავალს’’. მარი ნდიეს უდიდესი წარმატება მოუტანა რომანმა ’’ოჯახში’’. 2001 წელს კი მას მიენიჭა ფემინას პრემია წიგნისთვის ’’როზი კარპი’’. მისი პიესა ’’მამამ უნდა ჭამოს’’ წარმატებით იდგმება პარიზის თეატრის, ’’კომედი ფრანსეზის’’, სცენაზე. 2009 წელს მარი ნდიეს მიენიჭა გონკურის პრემია რომანისთვის ’’სამი ძლევამოსილი ქალი’’.
მარი ნდიე მრავალი რომანის, პიესის და საბავშვო წიგნის ავტორია. რეალისტურმა სტილმა და წერის გამორჩეულმა მანერამ მარი ნდიეს უდიდესი აღიარება მოუტანა.
რომანი ’’სამი ძლევამოსილი ქალი’’ შედგება სამი ქალის მიერ მოთხრობილი სამი ნაწილისგან, სადაც ისინი ეუბნებიან ’’არა’’-ს დამცირებას და ’’დიახ’’-ს სიცოცხლეს.