კალენდარი
ლიტერატურული შეხვედრა - კატრინ ლოვეს "ბატონი და ქალბატონი რივეები"
და გამომცემლობა საგა
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან თანამშრომლობით
წარმოგიდგენთ
კატრინ ლოვეს რომანის
"ბატონი და ქალბატონი რივეები"
ქართულ თარგმანს
პარასკევს, 13 მარტს 18ს-ზე
წიგნი გამოიცა შვეიცარიის კულტურის ფონდის პროელვეციას მხარდაჭერით.
მთარგმნელი ცისანა ბიბილეიშვილი.
ქართულ ენაზე, დასწრება თავისუფალია.
მწერალი, ჟურნალისტი და კრიმინოლოგი კატრინ ლოვე დაიბადა 1967 წლის 7 თებერვალს, მთიან რეგიონში მცხოვრები გლეხის ოჯახში. ის ძალიან ადრე გაიტაცა კითხვამ და წერამ. კატრინ ლოვე ჯერ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობას დაეუფლა, შემდეგ კი კრიმინოლოგის დიპლომი აიღო. იგი მუშაობდა ნაბეჭდი პრესისთვის, როგორც ეკონომიკური და ფინანსური საკითხების მიმომხილველი ჟურნალისტი.
2005 წელს გამოქვეყნდა კატრინ ლოვეს პირველი რომანი ’’აკრძალული ადამიანი’’, ხოლო 2008 წელს მისი შემდეგი რომანი, ’’ხუთი ცოცხალი ერთი მიცვალებულისთვის’’. ჭეშმარიტი რომანისტი, კატრინ ლოვე ქმნის კრიზისული თხრობის სამყაროს, რომელშიც მისი გმირები საკუთარ იდენტობასაც კი ეჭვის ქვეშ აყენებენ. გარდაცვალება კი მისი რომანების თანმდევი მოვლენაა. პერსონაჟები ცდილობენ სიცხადის დამკვიდრებას იმ სიტყვების დახმარებით, რომლებიც ისედაც გასაგებია, თუმცა სათქმელი მაინც ხელიდან ეცლებათ. ისინი სამოგზაუროდ მიდიან, ეწევიან კვლევებს, ცდილობენ რეალობაში გაერკვნენ, რომ შეძლონ წესრიგის დამყარება.
რომანების გარდა, კატრინ ლოვე არის ბლოგების, სამოგზაურო ქრონიკების და სასცენო ტექსტების ავტორიც.
რომანი ’’ბატონი და ქალბატონი რივეები’’ მკითხველს მოუთხრობს ერთი ქალის ამბავს, რომელიც იბრძვის ცხოვრების და თანამედროვე სამყაროს აზრის გასაგებად. ეს არის წიგნი სიკეთის შესაძლებლობაზე და შეუძლებლობაზე დღევანდელ ცხოვრებაში.