კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2018-03-29 18 სთ 30

ლიტერატურული შეხვედრა ჟან-ჟაკ გოდიესთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს 
შეხვედრა-დებატებს ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში. 
ღონისძიება უფასოა. დასწრება თავისუფალია. 

ხუთშაბათს, 29 მარტს 18სთ 30 წთ-ზე 

ჟან-ჟაკ გოდიე
 
ლიტერატურის პროფესორი

წარმოადგენს


ერიკ ვუიარის რომანს "დღის განრიგი"

რომელსაც 2017 წელს მიენიჭა გონკურის პრემია 



ფრანგი მწერალი და რეჟისორი, ერიკ ვუიარი, დაიბადა ქალაქ ლიონში. მწერლის ოჯახი წარმოშობით ფრანშ-კონტეს მხარიდან იყო. პირველი მოთხრობა ერიკ ვუიარმა 1999 წელს გამოაქვეყნა, შემდგომ გამოიცა მისი კიდევ ორი, პოეტური ტონალობით გაჯერებული წიგნი და ერთი ეპიკური რომანი. ერიკ ვუიარი ავტორია წიგნისა ’’კონკისტადორები’’, რომელსაც მიღებული აქვს ვების გრან პრი და იგნატიუს ჟ.რეის პრემია გამომცემლობა ’’აქტ სუდ’’-ში გამოცემული ორი წიგნისთვის, ’’დასავლეთის ბრძოლა’’ და ’’კონგო’’. 2012 წელს, ერიკ ვუიარი დაჯილდოვდა ფრანც ჰესელის ფრანგულ-გერმანული პრემიით და 2013 წელს ვალერი ლაბროს პრემიით, ხოლო 2015 წელს მიღებული აქვს ჟოზეფ კესელის პრემია რომანისთვის ’’დედამიწის სევდა’’.


ერიკ ვუიარის რეჟისორობით გადაღებულია ორი ფილმი: ’’ადამიანი, რომელიც დადის’’ და’’მატეო ფალკონე’’.


2017 წელს, ერიკ ვუიარის წიგნს მეორე მსოფლიო ომის ამბების შესახებ, ’’დღის წესრიგი’’, მიენიჭა გონკურის პრემია.


’’დღის წესრიგი’’ არის მოთხრობა, რომელიც დეტალურად, აბსოლუტური სიზუსტით აღწერს 1930-იანი წლების მესამე რაიხის რამდენიმე ეპიზოდს და გვიჩვენებს, ’’ხშირად, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ გვიახლოვდება პატარა კატასტროფები’’. კერძოდ კი, წიგნში მოთხრობილია III რაიხის გაძლიერება: პირველ ეპიზოდში განხილულია 1933 წლის 20 თებერვლის რაიხსტაგის პრეზიდენტთან ჩატარებული კრება, რომელსაც გერმანიის ოცდაოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნემენი ესწრებოდა და განიხილებოდა ნაცისტურის პარტიის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხი. მეორე ეპიზოდი კი საათობრივ რეჟიმში აღწერს გერმანიის მიერ ავსტრიის ანექსიას.

მისამართი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ., ლადო გუდიაშვილის ქ.7