კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2018-02-22 18 სთ 30

ლიტერატურული შეხვედრა ჟან-ივ ლავუართან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს 
შეხვედრა-დებატებს ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში. 
ღონისძიება უფასოა. დასწრება თავისუფალია. 

ხუთშაბათს, 22 თებერვალს 18სთ 30 წთ-ზე 

ჟან-ივ ლავუარი
 
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, 
საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურული ღონისძიებების საკითხებში, 
წარმოადგენს

ლორან კოსეს რომანს "დიდი თაღი" 

ფრანგი მწერალი, რომანების, ნოველების და პიესების ავტორი, ლორანს კოსე დაიბადა 1950 წელს ბულონ-ბიანკურში. ლორანს კოსე იყო ჟურნალისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი და აღმასრულებელი პროდიუსერი რადიოში "ფრანს კულტურ". 

ლორანს კოსეს გამოქვეყნებული აქვს თორმეტიოდე რომანი და ნოველების კრებული. ლორანს კოსეს პიესა ’’სულელების მიწა’’ დაიდგა ბრიუსელში და ჩაიწერა ორატორიოს სახით გუნდისა და ორკესტრისათვის.


2015 წელს მწერალს მიენიჭა საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემია მთელი შემოქმედებისთვის.

’’დაწყევლილ ბეტონაც’’ წოდებული დეფანსის დიდი თაღის აშენების ისტორიამ შთააგონა ლორანს კოსე, დაეწერა განსაკუთრებული რომანი ძალაუფლების და ხსოვნის შესახებ. ნაწარმოები აღწერს, ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის პერიოდში, პარიზის ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი მონუმენტის მშენებლობის ეპოპეას და მის პოლიტიკურ მხარეებს. წიგნში დიდი გატაცებითაა მოთხრობილი დანიელი არქიტექტორის, იოჰან ოტო ფონ სპრეკელსენის ტრაგედია და მის მიერ მშენებლობის მიტოვების ამბავი. არქიტექტორი მშენებლობის დასრულებამდე გარდაიცვალა და ვერ მოესწრო საკუთარი პროექტის, კოშმარად ქცეული ოცნების დასრულებას.

მისამართი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ., ლადო გუდიაშვილის ქ.7, ტელ. 2923304