კალენდარი
ლიტერატურული შეხვედრა ჟაკ გოდიესთან
ხუთშაბათს, 17 მაისს 18სთ 30 წთ-ზე
ჟაკ გოდიე
წარმოადგენს
გუსტავ ფლობერის მოთხრობას "უბრალო გული"
ფრანგი მწერალი, გუსტავ ფლობერი, დაიბადა 1821 წელს, ქალაქ რუანში და გარდაიცვალა კრუასეში, 1880 წელს. ბურჟუაზიულ ოჯახში დაბადებულ მწერალს, ბედნიერი ბავშვობა არ ჰქონია, რადგან მისი მშობლები უპირატესობას მის უფროს ძმას ანიჭებდნენ. ფლობერი რუანის ლიცეუმში სწავლობდა, საიდანაც ის გარიცხეს. 1840 წელს მწერალმა სასკოლო გამოცდები მარტომ ჩააბარა და შემდეგ სწავლა პარიზში გააგრძელა, სამართლის სპეციალობით. 1844 წელს, ეპილეფსიური შეტევების გამო ფლობერმა სწავლა შეწყვიტა და თავისი ბობოქარი, ბოჰემური ცხოვრება მთლიანად ლიტერატურას მიუძღვნა.
გუსტავ ფლობერის შემოქმედებამ დიდი კვალი დაატყო უნივერსალურ ლიტერატურას თავისი სიღრმისეული ფსიქოლოგიური ანალიზით, ინდივიდების და საზოგადოების ქცევის მისეული ხედვით და იმ განსაკუთრებული სტილით, რომლითაც დაწერილია ფლობერის ის დიდი რომანები, როგორებიცაა ’’მადამ ბოვარი’’, ’’სალამბო’’, ’’სენტიმენტალური აღზრდა’’ თუ მის სიცოცხლეში გამოქვეყნებული ბოლო ნაწარმოები, ნოველების კრებული ’’სამი ზღაპარი’’, რომლის პირველი ნოველაა ’’უბრალო გული’’. ეს მოთხრობა გვიყვება საბრალო, სოფლელი, გოგონას, ფელისიტეს, ამბავს, რომლის ცხოვრებაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს უამრავი, მისი მსგავსი ადამიანის ბედს. ამ მოთხრობით, ფლობერი თითქოს პატივს მიაგებს იმ უბრალო და კეთილშობილი ადამიანების დიდ არმიას, რომლებიც ხშირად მივიწყებულნი არიან ლიტერატურის მიერ.
მისამართი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ., ლადო გუდიაშვილის ქ.7