კალენდარი
ლიტერატურული შეხვედრა იზაბელ ვერისთან
ოთხშაბათს, 7 მარტს 18სთ
შეხვედრა 2013 წლის ევროკავშირის ლიტერატურის პრემიის ლაურეატთან,
ბელგიელ მწერალთან
იზაბელ ვერისთან
იზაბელ ვერი, ბელგიელი მსახიობი, დრამატურგი და მწერალი, დაიბადა ლიეჟში. დრამატურგის პროფესიას დაეუფლა ბრიუსელის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. სხვადასხვა რეჟისორთან თანამშრომლობის პარალელურად, იგი წერს თეატრალურ პიესებს.
იზაბელ ვერი სამჯერ იყო დასახელებული ბელგიის თეატრალური კრიტიკის პრემიის კანდიდატად და 2008 წელს მიიღო ეს პრემია სპექტაკლისთვის ’’ნაჭერი’’. პერიოდულად ჩნდებოდა კინოშიც. ამავდროულად, მისი შესაძლებლობები თანაბრად სწვდებოდა ცეკვასაც და სიმღერასაც, ამიტომ ხელოვანი სამივე ტალანტის წყალობით მუსიკალურ კომედიებში იღებდა მონაწილეობას.
იზაბელ ვერის სამწერლო დებიუტს წარმოადგენს მიუზიკ-ჰოლისთვის დაწერილი პიესა ’’ღორის სიკვდილი’’, რის შემდეგ ის პირველად მოხვდა თეატრის პრემიის ნომინანტთა შორის. ’’ცხოვრების თეატრმა’’ მას საშუალებ მისცა დაედგა კიდევ ორი პიესა: ’’მადმუაზელ არი’’ და ’ალმანახი’’. ხოლო, ’’კომპანია SKBL’’-სთვის, რომელიც მთელ საფრანგეთში მოგზაურობს თავისი სპექტაკლებით, იზაბლ ვერიმ დაწერა ’’ორგანოების ბაზარი’’.
იზაბელ ვერის კალამს ეკუთვნის 3 რომანი. 2013 წელს მწერალს მიენიჭა ევროკავშირის ლიტერატურული პრემია რომანისთვის ’’უძვლო მერლინი’’. წიგნი თარგმნილია ქართულ ენაზე და შეგიძლიათ გაიტანოთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკიდან.
მისამართი: ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ., ლადო გუდიაშვილის ქ.7მ ტელ.: 2923304