კალენდარი

ლიტერატურული შეხვედრა - ფრედ ვარგასის "მარადიულ ტყესა შინა"

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა 
გიწვევთ ლიტერატურულ შეხვედრაზე


იზაბელ ულისი

წარმოგიდგენთ 

ფრედ ვარგასის დეტექტიურ რომანს
"მარადიულ ტყესა შინა"

ხუთშაბათს, 27 თებერვალს 18სთ30წთ-ზე

 

ფრანგი მწერალი, ფრედ ვარგასი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია ფრედერიკ ანდუენ-რუზო, დაიბადა 1957 წლის 7 ივნისს პარიზში და იზრდებოდა ინტელექტუალური საზოგადოების გარემოცვაში. ფრედ ვარგასმა საშუალო განათლება მიიღო პარიზში, მოლიერის სახელობის ლიცეუმში. ამჟამად იგი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. ფრედ ვარგასი ცნობილია თავისი დეტექტიური რომანებით, რომელთა უმრავლესობის მთავარი მოქმედი გმირია კომისარი ადამსბერგი. ამ გამორჩეულმა პერსონჟმა, მწერალს დიდი პოპულარობა მოუტანა. ფრედ ვარგასის წიგნები ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია ევროპაში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ორმოც ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ფრედ ვარგასის წიგნების მიხედვით გადაღებულია მხატვრული და სატელევიზიო ფილმები.

’’მარადიულ ტყესა შინა’’ ჟან-ბატისტ ადამსბერგისადმი მიძღვნილი მეხუთე რომანია, რომელიც 2006 წელს დაბეჭდა გამომცემლობამ ’’ვივიან ემი’’, ხოლო ქართული თარგმანი გამოსცა გამომცემლობა აგორამ 2013 წელს.