კალენდარი

ლიტერატურული შეხვედრა - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცი"

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა 
გიწვევთ ლიტერატურულ შეხვედრაზე
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე


ბატონი გიორგი კეკელიძე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი

წარმოგიდგენთ 

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის
"პატარა პრინცს"

ხუთშაბათს, 14 მაისს 19სთ-ზე

 

ქართველი პოეტი, მწერალი, ესეისტი და სცენარისტი, გიორგი კეკელიძე დაიბადა 1984 წლის 10 აპრილს ოზურგეთში. რეგიონში გატარებული წლების შემდეგ, სადაც მან სკოლა დამთავრა, სწავლა გააგრძელა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.


2006 წლიდან გიორგი კეკელიძემ დაიწყო ჯერ გაზეთის, შემდეგ კი, ჟურნალის გამოშვება, სახელწოდებით ’’ლილ’’, რომელიც შემდეგ გადაიზარდა პორტალში « lib.ge » - რაც იყო პირველი ქართული ინტერნეტ-ბიბლიოთეკა. 2008 წლებში ის მუშაობდა რუსთავის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. 2009-2010 წლებში გიორგი კეკელიძე იყო ’’რადიო ქალაქის’’ ლიტერატურული გადაცემის ’’ ლიტერატურული ქალაქის’’ ერთ-ერთი წამყვანი. 2010 წლიდან კითხულობდა ლექციებს თავისუფალ უნივერსიტეტში კლასიკურ ლიტერატურაში და ხელობნებისა და ლიტერატურის ისტორიაში. 2010 წლებსი ის იყო ქართული ტელე და რადიო გადაცემების წამყვანი და პროდიუსერი.  2012 წელს გადაცემა ’’ლიტარეას’’ დაარსებისთვის მიენიჭა წლის ლიტერატურული პრემია ’’ოქროს ფრთა’’.


2012 წლიდან გიორგი კეკლიძე არის საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. ის არის წიგნის მუზეუმის და საგანმანათლებლო მოძრაობა ’’ეკვილიბრიუმის’’ დამაარსებელი. ეკვილიბრიუმის ფარგლებში გაიხსნა სოციალური საწარმოები, დაარსდა, აღდგა და განახლდა 900 ბიბლიოთეკა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე ეკვილიბრიუმის თაოსნობით, საზღვარგარეთ, სხვადასხვა ბიბლიოთეკაში გაიხსნა ქართული წიგნის კუთხე. გიორგი კეკლიძე არის აგრეთვე ფონდის ’’გურული დღიურები’’ დამაარსებელი. ფონდი ესხმარება და გასცემს სტიპენდიებს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის. იგი ასწავლის ლიტერატურის ისტორიას და ხელოვნებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.


გიორგი კეკელიძე არის თითქმის ყველა ქართული მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, მათ შორის: პრემია საბას და წინანდლის პრემის გამარჯვებული. მისი წიგნები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, ჩინურ, იტალიურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე.


ფრანგი მწერალი, პოეტი, ავიატორი და რეპორტიორი, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი დაიბადა 1990 წელს, ქალაქ ლიონში. ბავშვობის ასაკიდანვე ის ავიაციით იყო გატაცებული, ამავე დროს მწერლობას მიუძღვნა თავი და ლიცეუმში სწავლისას მთხრობელის პრემიით დაჯილდოვდა. სამხედრო სამსახურში ყოფნისას ის პილოტი გახდა, მუშაობა დაიწყო კომპანიაში ’’აეროფოსტა’’ და წერილები გადაჰქონდა. პარალელურად, ეგზიუპერი მწერლად ჩამოყალიბდა. მისი პირველი რომანები, ’’სამხრეთის წერილები’’ და  ’’ღამის ფრენა’’, შთაგონებული იყო მისი, როგორც მფრინავის გამოცდილებით და მათ უდიდესი წარმატება ხვდათ წილად. 1939 წელს გამოქვეყნდა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის რომანი ’’ადამიანთა მიწა’’, რომელიც დაჯილდოვდა საფრანგეთის აკადემიის რომანის დიდი პრემიით.


მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მწერლის ცუდმა ჯანმრთელობამ და მრავალმა უბედურმა შემთხვევამ განაპირობა მისი სარდლობის რეზერვში გადანაცვლება და ის მხოლოდ უმნიშვნელო დავალებებს ასრულებდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მისიის დროს, 1944 წლის 31 ივლისს, მისი თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის თავზე გაუჩინარდა.


ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი საფრანგეთისთვის დაღუპულად გამოცხადდა.


ერთი წლით ადრე კი, გამოქვეყნდა მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, პოეტური და ფილოსოფიური ზღაპარი, ’’პატარა პრინცი’’, რომელსაც მსოფლიო აღიარება ხვდა წილად.