კალენდარი

ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2019-10-24 18სთ30

ლიტერატურული შეხვედრა - ამინ მაალუფის "გზააბნეულნი"

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
და

გურანდა ბურსულაია
თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი,  
იუნესკოსთან არსებული გლობალური მოქალაქეობის განათლების საერთაშორისო ახალგაზრდული ქსელის წევრი


წარმოგიდგენთ წიგნს

 
ამინ მაალუფის "გზააბნეულნი"

ხუთშაბათს, 24 ოქტომბერს 18სთ30-ზე
 


მწერალი ამინ მაალუფი დაიბადა 1949 წელს ბეირუთში, ინტელექტუალების ოჯახში. ადრეული ბავშვობის წლების მან ეგვიპტეში გაატარა. 1935 წელს, ლიბანში დაბრუნების შემდეგ, მწერლის ოჯახი ბეირუთის კოსმოპოლიტურ კვარტალში დასახლდა. ამინ მაალუფის წინაპრები იყვნენ რომაელი და ბერძენი კათოლიკები,მართლმადიდებლები, ათეისტები, მუსლიმანები და ფრან-მასონებიც კი, რომლებიც, მე-19 საუკუნეში პრესბიტერიანელი პროტესტანტები გახდნენ. ყმაწვილი ამინი სხვადასხვა რელიგიურ გარემოში გაიზარდა. სწორედ მწერლის წარმომავლობის მულტიკულტურულობით აიხსნება მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მომთაბარე სული,’’უმცირესეობაში’’ ყოფნის განცდა და გაუცხოების შეგრძნება: როცა ქრისტიანად მიაჩნიათ არაბულ სამყაროში და, პირიქით, არაბად თვლიან დასავლეთში.


ამინის დედის სურვილის თანახმად, ბავშვები კათოლიკურ სკოლაში აღიზარდნენ, სადაც პატარა ამინი ფრანგულ ენას ეზიარა. შემდეგ კი სოციოლოგიის შესწავლა გააგრძელა ბეირუთის ფრანგულ უნივრსიტეტში. მოგვიანებით მან ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა გაზეთში ’’ან-ნაჰარ’’, სადაც საერთაშორისო ახალი ამბების სპეციალისტად ჩამოყალიბდა. ლიბანში ომის დაწყებისთანავე მან ბეირუთი დატოვა და 1976 წელს ოჯახთან ერთად პარიზში დაფუძნდა. პირველი ლიტერატურული წარმატება ამინს 1986 წელს ხვდა წილად, როცა მისი რომანი, ’’აფრიკელი ლეონი’’, გამოიცა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა მთელი დრო ლიტერატურისთვის მიეძღვნა. ამ წარმატების შემდეგ გამოქვეყნდა მისი რომანები ’’სამარყანდი’’ და ’’სინათლის ბაღები’’. 1993 წელს ამინ მაალუფს მიენიჭა გონკურის პრემია წიგნისთვის ’’ტანიოს კლდე’’. ამინ მაალუფი თავის რომანებში იმ მოვლენებს განიხილავს, რომლებიც მისთვის უცხო არაა: სამოქალაქო ომი და იმიგრაცია. მისი პერსონაჟები მოხეტიალე მოგზაურები არიან, რომლებიც სხვადასხვა მიწებზე, განხხვავებული რელიგიური მრწამსის და ენის მატარებელ სამყაროთა შორის მიმოდიან. 2011 წლიდან ივნისის თვიდან, ამის მაალუფი საფრანგეთის აკადემიის წევრია. 


2012 წელს გამოიცა ამინ მაალუფის რომანი ’’ბზააბნეულნი’’. წიგნში მოთხრობილია ადამის ისტორია, რომელიც თავის მშობლიურ ქვეყანაში ბრუნდება, რომ უკანასკნელ გზაზე გააცილოს თავისი მეგობარი. ამ მოგზაურობისას ადამი ყველაფერს გადაეყრება - სიყვარულს და მეგობრობას, იდეალებს და კომპრომისებს, პოლიტიკას და სურვილებს, მანამდე, სანამ საკუთარ ბედისწერას არ შეხვდება…