კალენდარი

Les Fresques du Climat

გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება? გაინტერესებთ გაიგოთ გამომწვევი მიზეზები, შედეგები და არსებულ პრობლემათა გადაჭრის გზები? მაშინ ეს ინგლისურ და ფრანგულენოვანი ვორკშოპები, რომლებსაც მოწვეული ექსპერტები ჩაატარებენ, თქვენს მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს.

20 სექტემბერი - საჯარო ვორქშოპი ინგლისურ ენაზე.
სასტუმრო Shota Rustaveli Boutique Hotel

ტარას შევჩენკოს ქ. 1.

რეგისტრაცია: https://shorturl.at/uwGRG


21 სექტემბერი - ორი ვორქშოპი ფრანგულ ენაზე, დიდებისთვის და პატარებისთვის.

საფრანგეთის საელჩოს ტერიტორია, ხაზინის ქ. 4.

რეგისტრაცია ბავშვებისთვის: https://shorturl.at/DmrbK

რეგისტრაცია ზრდასრულთათვის: https://shorturl.at/uxbHe


La Fresque du Climat არის 3-საათიანი ერთობლივი ვორქშოპი, რომელიც დაფუძნებულია კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC) ანგარიშებზე. 1.8 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე მიიღო მონაწილეობა 100-ზე მეტ ქვეყანაში. 

შემოგვიერთდით, ერთად ავაშენოთ მდგრადი მომავალი!