კალენდარი

კონკურსი - რეზიდენცია პარიზის ხელოვნების ცენტრი 2019

ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ხელოვნებუის საერთოაშორისო ცენტრის რეზიდენციის პროგრამაში მონაწილეობისთვის / პარიზი - 2019.

ვისთვისაა განკუთვნილი პროგრამა ?


პროგრამა განკუთვნილია უცხოელი ხელოვანებისთვის, რომელთაც სურთ განავითარონ საკუთარი სახელოვნებო კვლევის პროექტი პარიზში მინიმუმ სამი თვის განმავლობაში. აღნიშნული ხელოვანები შეირჩევა ფრანგული ინსტიტუტების ქსელის მიერ. 

შერჩევის პირობები :

კანდიდატის პროფესიული ბიოგრაფიის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროექტის ხარისხს, პარიზში ცხოვრების საჭიროებას, განსახორციელებული სამუშაოს პროტოკოლსა და საფრანგეთში უკვე დამყარებულ კონტაქტებს სახელოვნებო ცენტრებთან, კულტურის სტრუქტურებთან, ხელოვანებთან, გამოფენების კურატორებთან, კრიტიკოსებთან, მკვლევარებთან და ა.შ. აღნიშნული კონტაქტები მრჩეველის, კულტურულ ქსელში ჩართვასა და პროექტის განხორციელების პერიოდში და რეზიდენციის დასრულების შემდეგაც მხარდამჭერის როლს ასრულებენ.  
 
კანდიდატურის დოსიეს ერთობლივად განიხილავს ფრანგული ინსტიტუტის ექსპერტების, საზღვარგარეთ ფრანგული კულტურული ქსელის, ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, პლასტიკური ხელოვნების ეროვნული ცენტრისა და ხელოვნების საერთასორისო ცენტრის წარმომადგენლებისგან ჩამოყალიბებული საკონსულტაციო კომისია ფრანგული ინსტიტუტის დელეგირებული დირექტორის თავმჯდომარეობით. კომისია უფლებას იტოვებს უარყოს ნებისმიერი პროექტი მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 



რეზიდენციის მხარდაჭერილი პროექტის ტიპი:

თავისუფალი პროექტები :
ხელოვანებს შეუძლიათ წარმოადგინონ კლვევის პროექტი მათთვის სასურველ თემაზე.
 
სპეციფიკური პროექტები ქვემოთ მოცემული 4 კატეგორიიდან :
  • ახალგაზრდებისთვის
  • გარემო / მდგრადი განვითარება
  • ხელოვნება და ტერიტორიები
  • ტექნიკური და ტექნოლოგიური კვლევა და ინოვაცია

მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:


(მოიცავს ყველა ქვემოთ მოცემულ მიმართულებას, როგორც თავუსფალი, ასევე სპეციფიური პროექტის შემთხვევაში)
არქიტექტურა/პეიზაჟი/ურბანისმი, ვიზუალური ხელოვნება, სასცენო ხელოვნება, ქუჩის ხელოვნება/მარიონეტები, ციფრული ხელოვნება, გრაფიკული ნოველა, კინო/ანიმაციური კინო/დოკუმენტური კინო, გამოფენის მოწყობა, დიზაინი, გრაფიკა, ლიტერატურა/საბავშვო ლიტერატურა, სახელოვნებო პროფესიები, კლასიკური და თანამედროვე მუსიკა, აქტუალური მუსიკალური მიმდინარეობები, დასურათეული მუსიკა (კინო და ვიდეო თამაშები), ფოტოგრაცია, ვირტუალური რეალობა.

შერჩევის კრიტერიუმები:

ასოცირებულმა პარტნიორმა, რომელიც წარმოადგენს დოსიეს, უნდა:
- აიღოს წერილობითი ვალდებულება ხელოვანის მგზავრობისა და/ან ცხოვრების ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებით და ასევე დააზუსტოს პროექტში ჩართული სხვა სავარაუდო პარტნიორის მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებები,
- წარმოადგინოს ხელოვანის კანდიდატურის მხარდამჭერი მოტივირებული წერილი: ახსნას თუ რა ფორმით აპირებს  ლაურეატის ნამუშევრის დაფასებას რეზიდენციის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ, ხელოვანი: 
- დაკავებული უნდა იყოს საკუთარი პროფესიული საქმიანობით,
- საუბრობდეს ფრანგულად და/ან ინგლისურად,
- წარმოადგინოს მისი ადრეული ნამუშევრები,
- იყოს ავტონომიური რეზიდენციის მართვაში,
- გათავისუფლდეს საკუთარი პროფესიული საქმიანობისგან რეზიდენციის განმავლობაში,
- ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.

კანდიდატურის წარდგენა:


კანდიდატურის დოსიე უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული სახით მოთხოვნილი საბუთებით WORD და PDF ფორმატში საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში შემდეგ მისამართზე:

audrey.margueritat@institutfrancais.ge


კონკურსში მონაწილეობის ზოგადი პირობების გასაცნობად დააწკაპუნეთ აქ.

კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა : 2018 წლის 22 აგვისტო.


პარიზის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდი: https://www.citedesartsparis.net/