კალენდარი

კონფერენცია ისტორიულ თემაზე: „მცხეთის კურტიზანის ჰუმანისტური განძი“

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გიწვევთ კონფერენციაზე: „მცხეთის კურტიზანის ჰუმანისტური განძი“, რომელსაც ისტორიის დოქტორი, ჟან-კრისტოფ სალადენი გაუძღვება.


ჟან-კრისტოფ სალადენი გახლავთ წიგნის „დაკარგული მეხსიერების მაძიებლები“ (გამომცემლობა : Les Belles Lettres, 2024, პარიზი) ავტორი და „ჰუმანისტების სარკის“ კოლექციის დირექტორი.


მცხეთის საკათედრო ტაძრის ქვეშ 2001 წელს აღმოჩენილი შესანიშნავი ბერძნული საწერი მაგიდა, რომლის ნახვაც თბილისის მუზეუმშია შესაძლებელი, ანტიკური წარმართული კულტურისადმი ჩვენს დამოკიდებულებასა და სიტყვა „ჰუმანიზმის“ ორმაგ მნიშვნელობაზე დაგვაფიქრებს.


ეს შეხვედრა ასევე საშუალებას მოგვცემს, ჩავუღრმავდეთ საქართველოს კულტურულ და სულიერ ისტორიას, რომელიც სხვადასხვა სამყაროებს შორის გზაჯვარედინია, დავფიქრდეთ ამ ტრადიციების მემკვიდრეობასა და კავშირებზე დღევანდელობასთან.


თარიღი: სამშაბათი, 2025 წლის 21 ოქტომბერი, 18:00


მისამართი: ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, ლადო გუდიაშვილის ქ. 7, თბილისი


ენა: ფრანგული