კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2025-11-19 18h

კონფერენცია „ისლამის ტრანსფორმაცია კავკასიაში საბჭოთა პერიოდის დასრულების შემდეგ“

 

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
გიწვევთ  კონფერენციაზე:

„ისლამის ტრანსფორმაცია კავკასიაში საბჭოთა პერიოდის დასრულების შემდეგ“,

რომელსაც პარიზის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის,
CNRS-ის და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი,

ბაირამ ბალსი გაუძღვება.



 
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თურქული, ირანული და რუსული სამყაროების გზაგასაყარზე მყოფმა კავკასიამ,  საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ადგილი დაიბრუნა. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, ყველა რელიგიამ, განსაკუთრებით კი ისლამმა, დიდი განახლება განიცადა, რაც გამოწვეული იყო შიდა მიმდინარე ცვლილებებით და ასევე, გარედან მომავალი, კერძოდ კი, მეზობელი მუსლიმური ქვეყნების გავლენებით. კონფერერცია განიხილავს კავკასიური ისლამის ტრანსფორმაციას, რელიგიის შიგნით და გარედან მომდინარე პროცესების გათვალისწინებით.

 

 

მომხსენებლის შესახებ:

ბაირამ ბალსი იყო  სტამბოლის ანატოლიური კვლევების ფრანგული ინსტიტუტისა და ტაშკენტის ცენტრალური აზიის კვლევების ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი. ის სპეციალიზირებულია და იკვლევს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ისლამსა და პოლიტიკას შორის არსებულ კავშირებს, ასევე თურქეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დინამიკას.

თარიღი: 2025 წლის 19 ნოემბერი, საღამოს 6:00 საათი.

ღონისძიება ჩატარდება ფრანგულ ენაზე. დასწრება უფასოა.

მისამართი: გუდიაშვილის ქუჩა 7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.