კალენდარი

კომიქსების სახელოსნო მოზარდებისთვის

ძვირფასო მშობლებო,

თქვენი შვილები გატაცებულნი არიან კომიქსების სამყაროთი და ხშირად უოცნებიათ საკუთარი კომიქსის შექმნაზე? მით უფრო, ფრანგულ ენაზე? ფრანგული ინსტიტუტი დაგეხმარებათ ამ სურვილის ასრულებაში.

ჩვენი ახალი, 13-16 წლის მოზარდებისთვის განკუთვნილი კომიქსების სახელოსნო საშუალებას მოგცემთ :

- აღმოაჩინოთ კომიქსების სამყარო და მასთან ასოცირებული ფრანგული ლექსიკა

- შეისწავლოთ შესრულების ტექნიკა და თხრობის სპეციფიკა

- განავითაროთ ხელოვნების ნიჭი და წარმოსახვის უნარი

- სახელოსნოს ბოლოს შექმნათ თქვენივე კომიქსი

შემოგვიერთდით 19 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით სამ კრეატიულ სეანსზე (თითო სეანსის ხანგრძლივობა 2სთ.) და განახორციელეთ თქვენი საინტერესო, განსხვავებული იდეები, ფრანგული ენის დონის გაუმჯობესებასთან ერთად.

ფრანგული ენის ცოდნის მინიმალური დონე : A2

ფასი: 150 GEL

ადგილი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი

სულმოუთქმელად ველით,რომ აღმოვაჩინოთ თქვენი შექმნილი ისტორიები! 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან რეგისტრაციისთვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 2 92 28 55 ან info@institutfrancais.ge