კალენდარი

კანდიდატურების მიღება - პარიზის ფრანგული ინსტიტუტის კინოს ფაბრიკა 2026
ფრანგული ინსტიტუტის მე-18 კინოს ფაბრიკა კანის 2026 წლის ფესტივალზე.
ფრანგული ინსტიტუტის კინოს ფაბრიკის პროგრამის მიზანია წაახალისოს სამხრეთის ქვეყნების ახალგაზრდა კინემატოგრაფიული ნამუშევრების წვდომა საერთაშორისო ბაზარზე.
კანის კინოფესტივალთან და მის ფილმების ბაზართან მჭიდრო თანამშრომლობით შექმნილი ფრანგული ინსტიტუტის კინოს ფაბრიკა ყოველწლიურად, კანის ფესტივალის მსვლელობისას, არჩევს პირველი და მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმის ათ პროექტს, მათ განხორციელებაში დახმარების გასაწევად.
კონკურსი საერთაშორისოა და ლიმიტირებულია 150 პროექტით, რომლებიც შეირჩევა ამ სფეროს პროფესიონალთა მიერ შედგენილი კომიტეტის მიერ.
შერჩეულ რეჟისორებს, მათ პროდიუსერებთან ერთად, მიიწვევენ კანის ფესტივალის მსვლელობისას 7-დან 10 დღის განმავლობაში და გაუწევენ პერსონალურ დახმარებას.
პროგრამის მიზანია პროექტების განხორციელებაში კონკრეტული მხარდაჭერა და დაფინანსების მოსაპოვებლად ინდივიდუალური და კოლექტიური შეხვედრების ორგანიზება კანის ფესტივალთან და მის პარალელურ სექციებთან თანამშრომლობით.
პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ნაყოფიერ შეხვედრებს კინოფაბრიკის ორგანიზატორთან - ფრანგულ ინსტიტუტთან და, ასევე, მრავალ შეხვედრას ფრანგ და საერთაშორისო პროდიუსერებთან პროექტების განხორციელების მიზნით.
შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:
- პროექტი უნდა წარმოადგენდეს პირველ ან მეორე სრულმეტრაჟიან ფილმს (მხატვრული, დოკუმენტური თუ ანიმაციური)
- რეჟისორი წარმომავლობით უნდა იყოს ჩამოთვლილი ქვეყნებიდან
- პროდიუსერი წარმომავლობით უნდა იყოს ჩამოთვლილი ქვეყნებიდან და უკვე ნაწარმოები უნდა ჰქონდეს ერთი მოკლე ან სრულმეტრაჟიანი ფილმი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში
- პროდიუსერი ასევე უნდა ფლობდეს კინოს წარმოების კომპანიას წარმდგენ ქვეყანაში
- კანის ფესტივალის საერთაშორისო კინობაზრის კონტექსტიდან გამომდინარე, აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა.
- განაცხადის დასაკმაყოფილებლად, დოსიე სრულად უნდა იყოს დაკომპლექტებული
კინოფაბრიკის პროგრამა ხელს უწყობს ფრანგი და ევროპელი თანაპროდიუსერების მოძიებას. რეგისტრაციისთვის აუცილებელი არ არის უკვე გყავდეთ თანაპროდიუსერი, მაგრამ ასევე შესაძლებელია წარმოადგინოთ ის პროექტები, რომლებსაც უკვე ჰყავთ თანაპროდიუსერები. პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებსაც ჯერ არ ჰყავთ, ან მხოლოდ ერთი თანაპროდიუსერი ჰყავთ აღნიშნულ ზონაში.
კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 2 ოქტომბერი. მიღება დასრულდება 150 შესაბამისი პროექტის მიღებისთანავე.
ჩაწერის პირობები და აპლიკაცია:
https://www.institutfrancais.com/en/programme/consulting-and-expertise/fabrique-cinema