კალენდარი

კანდიდატურების მიღება - პარიზის ფრანგული ინსტიტუტის კინოს ფაბრიკა 2025!

ფრანგული ინსტიტუტის მე-17 კინოს ფაბრიკა კანის 2025 წლის ფესტივალზე.


ფრანგული ინსტიტუტის კინოს ფაბრიკის პროგრამის მიზანია წაახალისოს სამხრეთის ქვეყნების ახალგაზრდა კინემატოგრაფიული ნამუშევრების წვდომა საერთაშორისო ბაზარზე.


კანის კინოფესტივალთან და მის ფილმების ბაზართან მჭიდრო თანამშრომლობით შექმნილი ფრანგული ინსტიტუტის კინოს ფაბრიკა ყოველწლიურად, კანის ფესტივალის მსვლელობისას, არჩევს პირველი და მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმის ათ პროექტს, მათ განხორციელებაში დახმარების გასაწევად. 


კონკურსი საერთაშორისოა და ლიმიტირებულია 110 პროექტით, რომლებიც შეირჩევა ამ სფეროს პროფესიონალთა მიერ შედგენილი კომიტეტის მიერ.


შერჩეულ რეჟისორებს, მათ პროდიუსერებთან ერთად, მიიწვევენ კანის ფესტივალის მსვლელობისას 7-დან 10 დღის განმავლობაში და გაუწევენ პერსონალურ დახმარებას.


პროგრამის მიზანია პროექტების განხორციელებაში კონკრეტული მხარდაჭერა და დაფინანსების მოსაპოვებლად ინდივიდუალური და კოლექტიური შეხვედრების ორგანიზება კანის ფესტივალთან და მის პარალელურ სექციებთან თანამშრომლობით.


პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ნაყოფიერ შეხვედრებს კინოფაბრიკის ორგანიზატორთან - ფრანგულ ინსტიტუტთან და, ასევე, მრავალ შეხვედრას ფრანგ და საერთაშორისო პროდიუსერებთან პროექტების განხორციელების მიზნით.

 

შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:

  • პროექტი უნდა წარმოადგენდეს პირველ ან მეორე სრულმეტრაჟიან ფილმს (მხატვრული, დოკუმენტური თუ ანიმაციური)
  • რეჟისორი და პროდიუსერი წარმომავლობით უნდა იყვნენ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან და ასევე უნდა ფლობდნენ კინოს წარმოების კომპანიას
  • პროდიუსერს უკვე ნაწარმოები უნდა ჰქონდეს ერთი მოკლე ან სრულმეტრაჟიანი ფილმი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში
  • თითოეულ რეჟისორსა თუ კინოკომპანიას, მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენის უფლება აქვს
  • კანის ფესტივალის საერთაშორისო კინობაზრის კონტექსტიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ რეჟისორი და მისი პროდიუსერი ფლობდნენ ინგლისურ ენას
  • პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებსაც ჯერ არ ჰყავთ, ან მხოლოდ ერთი  თანაპროდიუსერი ჰყავთ აღნიშნულ ზონაში
  • განაცხადის დასაკმაყოფილებლად, დოსიე სრულად უნდა იყოს დაკომპლექტებული


კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 5 ნოემბერი. მიღება დასრულდება 110 შესაბამისი პროექტის მიღებისთანავე.


კინოფაბრიკის პროგრამა ხელს უწყობს ფრანგი და ევროპელი თანაპროდიუსერების მოძიებას.


რეგისტრაციისთვის აუცილებელი არ არის უკვე გყავდეთ თანაპროდიუსერი.


ასევე შესაძლებელია წარმოადგინოთ ის პროექტები, რომლებსაც უკვე ჰყავთ თანაპროდიუსერები.


თანაპროდიუსერებს პირდაპირ არ შეუძლიათ საკუთარი კანდიდატურის წარდგენა, მაგრამ ისინი უნდა ფიგურირებდნენ აპლიკაციაში. ყველა შერჩეული პროექტი, რომელიც არ გაითვალისწინებს აღნიშნულ წესს, შეიძლება მოიხსნას კონკურსიდან.


ჩაწერის პირობები და აპლიკაცია:


https://www.lescinemasdumonde.com/en/call-for-entries


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართებზე: salome.murvanidze@institutfrancais.ge / tea.jikidze@institutfrancais.ge