კალენდარი

AUF საქართველოს ეროვნული ბიურო, თსუ, მე-5 კორპ, აუდიტ. 309 | 2025-03-28 19:30

KANAVAL

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) საქართველოს ფრანგული ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კანადის საელჩო თურქეთში და რუმინეთის საელჩო საქართველოში გეპატიჟებით ფრანგულენოვანი კინოჩვენების სპეციალურ სერიაზე.

KANAVAL - ხანგრძლივობა: 1სთ 52წთ, რეკომენდებული მინიმალური ასაკი: 18 წელი
რეჟისორი: ანრი პარდო, 2023

პარასკევი, 28 მარტი, 2025, 19:30 სთ
მისამართი: AUF-ის ეროვნული ბიურო საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, V კორპუსი, აუდიტორია 309.

ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით.
დასწრება თავისუფალია, აღნიშნეთ ფრანკოფონიის მრავალფეროვნება ჩვენთან ერთად!

სინოფსისი:
1970-იან წლებში, ჰაიტიდან გადასვლის შემდეგ, დედა და მისი პატარა ვაჟი კვებეკის პატარა სოფელში დასახლდებიან. ახალ გარემოში მოხვედრილი ბიჭი სამყაროს უკეთ აღქმას წარმოსახვით მეგობარზე დაყრდნობით ცდილობს.

თრეილერი: : https://www.youtube.com/watch?v=vHdOm4W2Uks