კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2025-03-28 18:00
ჟუსტინი, რომენი და ომერი - კავკასიის გადაკვეთა ფეხით
ჟუსტინი და რომენი, „La Guilde“-ის 2024 წლის სათავგადასავლო სტიპენდიის გამარჯვებულები არიან, რომლებმაც პატარა ომერთან ერთად, ფეხით გადაკვეთეს მთელი საფრანგეთი. მოგზაურობის დასაწყისში ომერი მხოლოდ 3 თვის იყო. ამ დაუვიწყარი გამოცდილებით შთაგონებული წყვილი 2025 წლის გაზაფხულზე ახალ მოგზაურობას გეგმავს - შავი ზღვიდან სომხეთამდე ფეხით გადაკვეთონ კავკასია, ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ.
ოლივიე ვებერის, ფრანგი მწერლისა და რეპორტიორის, პატრონაჟითა და პოლ-ემილ ვიქტორის ფონდის კვლევითი გრანტის მხარდაჭერით, ისინი საქართველოში მოგზაურობისას შეისწავლიან ენის, სტუმართმოყვარეობისა და ლიტერატურის მნიშვნელობას.
გელოდებით 28 მარტს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში.
მისამართი: გუდიაშვილის 7, III კორპ. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. შეხვედრა გაიმართება ფრანგულ ენაზე, 18:00 სთ-ზე.
დასწრება თავისუფალია - მობრძანდით მეგობრებთან ერთად!