კალენდარი

გრიგოლ სხულუხიას ქუჩა 4 (N36 საჯარო სკოლა, თბილისი) | 2026-03-27 15სთ

„იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა პრინცი...“ - ფრანგულენოვანი სკოლებისთვის

ფრანკოფონია 2026-ის ფარგლებში, ფრანგული რენესანსის დელეგაცია საქართველოში, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23-ე საჯარო სკოლასთან და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან პარტნიორობით, იწვევს საქართველოს ფრანგულენოვან სკოლებს ლიტერატურულ-კულტურულ ღონისძიებაზე „იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა პრინცი...“, რომელიც ეძღვნება ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცის“ გამოცემის 80 წლის იუბილეს.

ღონისძიება აერთიანებს სამი მწერლის სამი ნაწარმოების კულტურულ სივრცეს: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“, იაელ ჰასანის „მომო, პატარა უფლისწული ღიღილოების ქალაქიდან“ და არჩილ სულაკაურის „სალამურა“.

სამივე ნაწარმოების გამაერთიანებელი ღერძი არის ბავშვი, როგორც მთავარი პერსონაჟი – ბავშვი, რომელიც სამყაროს ხედავს სიწრფელით, თავისუფლებითა და ღირებულებითი სიღრმით. ეს ლიტერატურული დიალოგი აერთიანებს ფრანგულ და ქართულ კულტურულ სივრცეებს და ქმნის საერთო ჰუმანისტურ პლატფორმას.

თარიღი: 2026 წლის 27 მარტი
დრო: 15:00
მისამართი: გრიგოლ სხულუხიას ქუჩა 4 (N36 საჯარო სკოლა, თბილისი) 



Affiche Petit Prince