კალენდარი

იდეების ღამე 2022

« Night of Ideas 2022 »
 
In the framework of the 2022 edition of the Night of Ideas, the French Institute of Georgia is organising an evening of exchanges around the theme of "(Re)building together a more inclusive society" between French actors and their European and Georgian partners who are working to strengthen the social protection system and acting in favor of Human development. This evening will be held on 27 January at 6 pm at the Writers' House of Georgia (Tbilisi).

Two panels of experts will speak on the issues of social protection and access to healthcare in Georgia. 

The first discussion will bring together Mrs Tamila Barkalaia, Deputy Minister of Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs, Mr Raphaël Jozan, Director of AFD in Georgia, Ms Jana Kowalowa, Project Coordinator at the Czech Development Agency CzDA, and Mr Antoine Pogorzelski, Senior Project Manager - Human Capital and Social Development Department at Expertise France. The discussion will focus on the challenges faced by Georgia in terms of social protection and access to healthcare.

The second panel will bring together speakers from civil society to discuss existing and future (re)construction spaces in the light of the pandemic. It will be composed among others of Mr Ioseb Kelenjeridze, Director of the Law Institute of the University of Europe, Mr Vincent Dontot, Director of the Danish Refugee Council in Georgia, Mrs Maka Malavnishvili, French teacher in the Pankisi region, and Ms Nina Menagarishvili, Director of the "Philippe Paumelle" psychological and psychiatric care centre. 

More generally, this event will highlight the quest for solidarity and universal protection, which is at the heart of the concerns of the French Embassy in Georgia and is part of the continuity of close cooperation between Georgia and its European partners. 

Within the framework of the French Presidency of the Council of the European Union (FPEU), the 2022 edition of the Night of Ideas in Georgia will take on a special meaning and will highlight the coordinated action of France with its European and Georgian partners to work together towards accessible healthcare for all in Georgia.


Check the full program of the event here.

RSVP by January 25th at the following email address: 
leonora.fund@diplomatie.gouv.fr
 
For COVID-related safety reasons, only 30 persons could attend the event in person. We would like to kindly ask the participants to register and present a valid Covid-pass (or a 72 hrs PCR/ 48 hrs rapid test result) at the entrance of the event.




« იდეების ღამე 2022 »


იდეების ღამის 2022 წლის ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ დისკუსიას თემაზე - „ ერთად ავაშენოთ მეტად ინკლუზიური საზოგადოება“. დისკუსია გააერთიანებს დარგის ფრანგ პროფესიონალებსა და მათ ევროპელ და ქართველ კოლეგებს, რომლებიც სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებასა და ჰუმანური განვითარების საკითხებზე მუშაობენ. ღონისძიება 27 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება.

საქართველოში სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებზე ექსპერტები ორ ნაწილად ისაუბრებენ:

დისკუსიის პირველ ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ ქალბატონი თამილა ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ბ-ნი რაფაელ იოზანი - AFD-ის დირექტორი საქართველოში, ქალბატონი იანა კოვალოვა - ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტის კოორდინატორი და ბ-ნი ანტუან პოგოჟელსკი - Expertise France-ის პროექტების უფროსი მენეჯერი. პანელის მონაწილეები ისაუბრებენ საქართველოს წინაშე სოციალური დაცვისა დაჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

დისკუსიის მეორე ნაწილი, არსებული და პანდემიის ფონზე შექმნილი ერთობლივად სამუშაო პრობლემების ირგვლივ, გააერთიანებს მომხსენებლებს სამოქალაქო სექტორიდან. მასში მონაწილეობას მიიღებენ ბ-ნი იოსებ კელენჯერიძე - ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ბ-ნი ვენსან დონტო - დანიის ლტოლვილთა საბჭოს დირექტორი საქართველოში, ქალბატონი მაკა მალავნიშვილი - ფრანგული ენის მასწავლებელი პანკისის რეგიონში და ქალბატონი ნინა - "Philippe Paumelle"-ის ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების ცენტრის დირექტორი.

იდეების ღამის 2022 წლის ღონისძიება ხაზს გაუსვამს სოლიდარობისა და საყოველთაო დაცვისაკენ სწრაფვას, რაც საფრანგეთის საელჩოს ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავია და წარმოადგენს საქართველოსა და მის ევროპელ პარტნიორებს შორის უწყვეტი, მჭიდრო თანამშრომლობის ნაწილს.


ევროპის კავშირის საბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში, 2022 წლის იდეების ღამე საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ხაზს უსვამს საფრანგეთის კოორდინირებულ მოქმედებას, ევროპელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად, საქართველოში საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

იხილეთ ღონისძიების სრული პროგრამა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე შემდეგ ბმულზე.

COVID-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 30 ადამიანი. გთხოვთ, დასწრების სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდეთ წინასწარ და ადგილზე წარმოადგინოთ მოქმედი მწვანე ბარათი.


რეგისტრაცია შესაძლებელია 25 იანვრის ჩათვლით, შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: leonora.fund@diplomatie.gouv.fr.