კალენდარი

იდეების ღამე 2021
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით და ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 2021 წლის "იდეების ღამის" ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ონლაინ კონფერენცია/დებატები თემაზე - „სწავლება და კვლევა დისტანციური გამოწვევების წინაშე".
"იდეების ღამე" ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია დროში აქტუალური საკითხების განხილვა, გამოცდილების გაზიარება და იმ ადამიანების მოსმენა, რომლებიც სიახლეებს ნერგავენ ყველა მიმართულებით.
- ადგილი: ონლაინ ZOOM-ის მეშვეობით - https://us02web.zoom.us/j/82344269495
- თარიღი: 2021 წლის 28 იანვარი
- დრო: 18:00 სთ
- ხანგრძლივობა: 2 სთ