კალენდარი

ღვინის დეგუსტაციის სახელოსნო

სახელოსნო, რომელსაც ასე ელოდით! 

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ გაეცნოთ ან ხელახლა აღმოაჩინოთ საქართველოს რეგიონები, ქართველ და ფრანგ მეღვინეებთან ერთად.
პირველი ეტაპი 27 მაისს, იმერეთის რეგიონით დაიწყება და მას “ბაიას ღვინის” მარანი წარმოგიდგენთ. 

დასავლეთ საქართველოში, სოფელ ობჩაში, მდებარე ბაიას ღვინის ვენახს, ახალგაზრდა ბაია აბულაძე და მისი ოჯახი მართავენ. მეღვინეობა საკუთარ ვენახებს ფლობს და მინიმალური ჩარევით, ღვინის დაყენების ტრადიციულ ქართულ მეთოდს იყენებს. 

ღვინის დეგუსტაციის 2-საათიანი სახელოსნოს განმავლობაში, ბაია აბულაძე საკუთარი საქმიანობის შესახებ მოგვიყვება და ღვინოების დახვეწილ არჩევანს შემოგვთავაზებს, მათ შორის ციცქა პეტნატს (2023), ალადასტურ პეტნატს (2023), ცოლიკოურს (2022), კრახუნას (2022), ციცქა-ცოლიკოურს (2022), ციცქა-ცოლიკოურ-კრახუნას (2022), ალადასტურს (2022) და სულ ბოლოს კი ჭაჭას.

სახელოსნოს ფრანგულ ენაზე ვენსან ტილიე წარუძღვება.

  • ენები: ქართული და ფრანგული

  • როდის? 27 მაისს, 19 სთ-დან 21 სთ-მდე.

  • სად? საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ტერასა.

  • ღირებულება: 50 ლარი

გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. 

გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:

- მონაწილის სახელი და გვარი
- გადახდის დანიშნულება : "ღვინის დეგუსტაციის სახელოსნო" 
ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტებია: 
ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”  
ბ/კოდი : TBCBGE22  
ანგ/N°: GE12TB7398636160100001

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მხოლოდ დარეგისტრირებულ პირველ 20 მონაწილეს ექნება ჯგუფში გარანტირებული ადგილი!
დეგუსტაციის ბოლოს შესაძლებელი იქნება ღვინის შეძენა.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: 
https://shorturl.at/chlp7

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 032 2 92 28 66, info@institutfrancais.ge