კალენდარი

Gout de France / Good France კულინარიუმში

ღონისძიების "Goût de France / Good France" ფარგლებში, ინტერვიუ თბილისის რესტორან « კულინარიუმის » შეფმზარეულთან და მმართველთან თეკუნა გაჩეჩილაძესთან.


ზედიზედ მეორე წელია, რაც მონაწილეობას იღებთ ღონისძიებაში Goût de France / Good France. რატომ გადაწყვიტეთ ეს გამოცდილება გაგეახლებინათ?


ჩვენ მართლაც მივიღეთ მონაწილეობა შარშანდელ ღონისძიებაში და მაშინვე გაგვიჩნდა სურვილი, რომ შემდეგ ჯერზეც მიგვეღო მონაწილეობა. შარშან ღონისძიებამ ბევრი თბილისში მაცხოვრებელი უცხოელი მოიზიდა, ძირითადად ჩვენი რეგულარული კლიენტები. ვინაიდან ჩვენი რესტორანი მცირე ტევადობისაა, ყველა მსურველმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლო მაგიდის დაჯავშნა. წელს დიდი ხნით ადრე დავიწყეთ ჯავშნების გაკეთება 21 მარტისთვის ! იმედი მაქვს, ახალ სახეებს ვნახავთ და უფრო მეტი ქართველი მოინდომებს ფრანგული სამზარეულოს გაცნობას.

თქვენ საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით სახელოვანი მზარეული ბრძანდებით. როგორ მიაღწიეთ ამას და რა როლი ითამაშა თქვენს კარიერაში ფრანგულმა სამზარეულომ ?

ყველა ადამიანი, ვინც კი მზარეულის ხელოვნებას ეზიარება, იცნობს ფრანგული კულინარიის ტექნიკას, ის მსოფლიოში ყველაზე მეტადაა აღიარებული ! სახლში მასპინძლობა და ვახშმების გამართვა მიყვარს. ჩემი გატაცება სამზარეულოთი ბუნებრივად მოხდა, მრავალი სწავლება გავიარე, შემდეგ კი პირველად, ნიუ იორკში ფრანგულ ბრასერიაში ვიმუშავე. მთელი კარიერის მანძილზე, ბევრგან ვიმოგზაურე, თუმცა გადავწყვიტე, რომ ჩემი გატაცება ჩემს ქვეყანაში, საქართველოში გამეზიარებინა. თბილისში რამდენიმე რესტორანი გავხსენი, მათ შორის ბრასერია « ლექსპრესი », კაფე « ლიტერა » და დღეს « კულინარიუმი » !



შეგიძლიათ 21 მარტის მენიუზე გვესაუბროთ ?

ფრანგული მეთოდებისა და რეცეპტების გამოყენებით, ჩვენ მხოლოდ ქართულ ადგილობრივ პროდუქტზე ვიმუშავებთ. ყველი, რომელსაც შემოგთავაზებთ, ამისი კარგი მაგალითია. საქართველოში თხის ყველი ძალიან იშვიათია და ძალიან განსხვავდება ფრანგული ტრადიციული თხის ყველისაგან. ამჟამად ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველის მცირე მეწარმეებთან, რომლებიც სპეციალურად 21 მარტისთვის დაამზადებენ ქართული თხის ყველს ! ჩვენ ასევე შემოგთავაზებთ ქართულ « როკფორს », რომელიც განსხვავებული იქნება იმ ობიანი ყველისგან, როგორსაც ზოგჯერ ვხვდებით საქართველოში. საინტერესო იქნება ჩვენი კლიენტების რეაქცია.



დაუყოვნებლივ დაჯავშნეთ მაგიდა 21 მარტისთვის!

"კულინარიუმი"
ლერმონტოვის ქ. 1
0205 თბილისი

ტელ : +995 598 50 72 72
ვებგვერდი : www.culinarium.ge