კალენდარი

Tbilissi | 2016-03-19 21:00

Goût de France / Good France სასტუმრო Rooms-ის რესტორანში "The Kitchen"

შეხვედრა ანრი ზიმერმანთან, რესტორნის "The Kitchen" შეფმზარეულთან

თქვენ მხოლოდ ერთი თვეა რაც "The Kitchen"-ში მუშაობთ და საქართველოშიც ახლახანს ჩამოხვედით! მოგვიყევით თქვენს შესახებ:

მე მრავალი წელი ვიმუშავე რესტორანში « Grill Royal » ბერლინში, ადგილი, რომელიც ძალიან პოპილარულია და რომელიც კლიენტს სთავაზობს ამერიკულ სამზარეულოს, ძირითადად ხორციან კერძებს და რამდენიმე ადამიანზე გათვლილ ბოსტნეულის გარნირებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ გერმანული პროდუქტი გამოგვეყენებინა. ერთ დღეს, ერთი კერძო დამქირავებელი დამიკავშირდა, რომელმაც აქ შემომთავაზა შეფმზარეულობა და აი, მეც აქ ვარ!



რესტორანი "The Kitchen"


თქვენი საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ფიქრობთ საქართველოს კვების სექტორზე?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანა სწრაფად ვითარდება და ჩამოსვლისთანავე შევამჩნიე, რომ ახალგაზრდები საერთაშორისო კულინარიით არიან დაინტერესებულნი. ქართული სამზარეულო უგემრიელესია, რასაკვირველია, მაგრამ, ჩემი აზრით, ისინი სიახლის, უფრო მსუბუქი კერძების ძიებაში არიან, უფრო მეტი ბოსტნეულით.

ეს ზუსტად ის არის, რასაც "The Kitchen"-ში გვთავაზობთ:

დიახ, ასეა! მიყვარს კერძების ბევრი ბოსტნეულით, სხვადასხვა მწვანილით მომზადება და ასევე ბევრ ლიმონს ვიყენებ. საქართველოში მრავალი სახეობის პროდუქტია, თუმცა ბევრი რამ არ არის, როგორიცაა შაშკვლა და მწვანე სალათი. გავიცანი გერმანელი მეწარმეები, რომელთაგანაც ვყიდულობ პროდუქტს, ვმუშაობ აგრეთვე ქართველი მეწარმეებთანაც. მნიშვნელოვანია, რომ თითქმის ყველაფერი იყოს ადგილობრივად წარმოებული.

საიდან მოდის თქვენი სამზარეულოთი გატაცება?

მე ყოველთვის ცნობისმოყვარე ვიყავი და ეს იმ კერძების დამსახურებაა, რომლებსაც ბებია ბავშვობაში მიმზადებდა. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო კულინარია! ვცდილობ, მის სიმაღლეზე ვიყო.

ფრანგულ გასტრონომიაზე რას ფიქრობთ?

საფრანგეთი არის და იქნება მსოფლიო კულინარიის ლიდერი ! ძალიან მიყვარს საფრანგეთი, იქ ხშირად ვმოგზაურობ. განსაკუთრებით მიყვარს ლიონი და იქაური კუპატი !

საყვარელი ფრანგული კერძი ?

ძეხვეული კომბოსტოს მწნილით. უნდა ვაღიარო, რომ ალზასური სამზარეულოს გულშემატკივარი ვარ...

რესტორან "The Kitchen"-ის მენიუ



დაუყოვნებლივ დაჯავშნეთ მაგიდა 21 მარტისთვის !

რესტორანი "The Kitchen" Rooms-ში
კოსტავას ქუჩა 14,
0108 თბილისი
ტელ: +995 32 2020002
ვებგვერდი : roomshotels.com