კალენდარი
თბილისი | 2016-03-19 21:00
Goût de France / Good France რესტორან "Le Marais"- ში
ინტერვიუ თბილისში რესტორან « ლე მარეს » მმართველებთან მაკასთან და თამართან
« Le Marais » თბილისში 10 წლის წინ გაიხსნა. მოგვიყევით, როგორ შეიქმნა ეს პროექტი:
მაკა : ათი წლის წინ, პარიზში ერთ-ერთი მოგზაურობისას გავიცანი ფრანგი შეფმზარეული, რომელთანაც დავმეგობრდი. გადავწყვიტეთ, ერთად გაგვეხსნა ფრანგული რესტორანი თბილისში, პარიზის ჩემი საყვარელი უბნის სახელწოდებით. უნდა ვაღიარო, რომ დიდი ხნის შემდეგ გავიგე სიტყვა « მარეს » მნიშვნელობა.
თამარი : თუმცა საბოლოო წილად, რესტორანი თავის სახელს ამართლებს : როდესაც შემოდიხარ, გასვლა აღარ მოგინდება ! მე რაც შემეხება, რესტორანში ქეთისთან ერთად დავიწყე მუშაობა, დაახლოებით 5 წლის წინ.
რატომ გადაწყვიტეთ წელს ღონისძიებაში Goût de France / Good France მონაწილეობის მიღება ?
მაკა : ჩვენ შარშანაც მივიღეთ მონაწილეობა, ბევრი ჯავშანი გავაკეთეთ, რამაც ჩვენი რესტორნის ცნობადობა გამოიწვია. ვფიქრობ, რომ Goût de France / Good France ფრანგული გასტრონომიის ზეიმია, თუმცა ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა ოთხი ძირითადი რესტორანი ერთმანეთს დაუახლოვდეს და თბილისის მაცხოვრებლებთან მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს.
მენიუს, რომელსაც 21 მარტს გვთავაზობთ, რითია გამორჩეული ?
მაკა : შარშან ჩვენ შემოგთავაზეთ საქონლის ხორცი ბორდოს სოუსით და ახალი თინუსი. წელსაც ხორცს და თევზს შემოგთავაზებთ, მაგრამ სრულიად განსხვავებული კერძებით. ეს ტესტი იქნება ! თუ კლიენტებს მოეწონებათ, ამ კერძებს ძირითად მენიუში შევიტანთ.
თამარი : ფრანგების აზრი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება.
რესტორან "Le Marais"-ს მენიუ
რატომ არის მნიშვნელოვანი ფრანგების აზრი ?
თამარი : იმიტომ რომ იციან, რაზეც საუბრობენ ! პარიზში თუ ქართული რესტორანი გაიხსნება, იმედი მაქვს, რომ ქართველების აზრს გაითვალისწინებენ. ბევრმა ფრანგმა კლიენტმა გვითხრა, რომ ჩვენი « კრემ ბრულე » საუკეთესო იყო მათ შორის რაც გაუსინჯავთ, საფრანგეთშიც კი ! ამით ძალიან ვამაყობთ.
თქვენი საყვარელი ფრანგული კერძი რომელია ?
მაკა : ლოკოკინა. თითქმის შეუძლებელია მისი საქართველოში პოვნა, მაგრამ ჩვენ ვთანამშრომლობთ თბილისის გარეუბანში მდებარე ფერმებთან. ასე რომ, ჩვენი ლოკოკინა 100%-ით ქართულია ! მე ყოველთვის მხიბლავს ლოკოკინების მომზადება, რაც ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესია.
თამარი : მე საქონლის უმი ხორცი « ტარტარი » მიყვარს.
სად პოულობთ შთაგონებას თქვენი კერძებისთვის ?
თამარი : მოგზაურობის დროს. მე რეგულარულად დავდივარ საფრანგეთში და ყოველ ჯერზე ახალი იდეით ვბრუნდები. ბოლო მათგანი საკნდინავიური სალათია, უმაღლესი ხარისხის ახალი ორაგულით, რომელსაც ამ კვირიდან შემოგთავაზებთ.
მაკა : ჩვენი სურვილია, მეტი ვიმუშაოთ ზღვის პროდუქტებზე, თევზზე და კიბოსებრნზე, მაგრამ საქართველოში არჩევანი შეზღუდულია. ამჟამად რვაფეხის მომზადების სხვადასხვა რეცეპტს ვამუშავებთ !
დაუყოვნებლივ დაჯავშნეთ მაგიდა 21 მარტისთვის !
“Le Marais”
ირაკლი აბაშიძის 32
0179 თბილისი
ტელ: +9955 99153904