კალენდარი

გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის 2025 წლის ლაურეატის გამოცხადება ფრანგულენოვანი ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანისთვის
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ გერონტი ქიქოძის სახელობის ლიტერატურული პრემიის 2025 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე!
გამომცემლობა “აგორა” საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკასთან პარტიორობით სამშაბათს, 25 მარტს, 15:00 საათზე გერონტი ქიქოძის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულს გამოავლენს.
წლევანდელი პრემიისთვის შერჩეული სამი თარგმანია:
ანი ერნოს „ქალი“, მთარგმნელი ვალერი ოთხოზორია, გამომცემლობა პალიტრა L;
მიშელ უელბეკის „გაცამტვერება“, მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი, სულაკაურის გამომცემლობა;
მარლენ ტისოს „ფარდაგების ყვავილებქვეშ“, მთარგმნელი მაია ქაცანაშვილი, გამომცემლობა „ლე კაიე დიუ დესერ დე ლუნ“ (Les cahiers du dessert de Lune).
მისამართი : ფრანგული რესტორანი « Chez Kinsky », დიმიტრი უზნაძის ქ. 54