კალენდარი
გერონტი ქიქოძის სახელობის ლიტერატურული პრემია
ფრანკოფონია 2026-ის ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ გერონტი ქიქოძის სახელობის ლიტერატურული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე!
გამომცემლობა “აგორა” საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკასთან პარტიორობით ხუთშაბათს, 26 მარტს გერონტი ქიქოძის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულს გამოავლენს.
ფრანგულენოვანი ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანისთვის შერჩეულია სამი მთარგმნელის ნამუშევარი:
- მაკა კასრაძე - ფილიპ გრიმბერის "საიდუმლო", გამომცემლობა ზებრა
- პაატა ჯავახიშვილი - სორჟ შალანდონის "არამზადის შვილი", გამომცემლობა სიესტა
- ემა ობგაიძე - ნატალი დავიდ-ვეის "ებრაელი დედები არასოდეს კვდებიან", გამომცემლობა აგორა
თვალი გვადევნეთ და არ გამოგრჩეთ : ღონისძიების ჩატარების ადგილს და დროს მალე გამოვაქვეყნებთ!