კალენდარი
განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი"
განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი" - Salon de l'éducation "Choose France"
გსურთ სწავლის საფრანგეთში გაგრძელება, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში? არ გამოტოვოთ საუკეთესო შესაძლებლობა და პირისპირ შეხვდით ფრანგული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს!
Campus France Georgia და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, Campus France Paris-თან პარტნიორობით, სიამოვნებით გიწვევთ ჩვენს 2026 წლის სტუდენტურ გამოფენაზე „აირჩიე საფრანგეთი“.


პროგრამა :
14:00 - 17:00: განათლების გამოფენა, სადაც შეგიძლიათ შეხვდეთ ფრანგული უნივერსიტეტებისა და სპეციალიზირებული უმაღლესი სკოლების წარმომადგენლებს პროგრამების, სტიპენდიებისა და ჩარიცხვის პროცესების განსახილველად, ასევე მიიღოთ პრაქტიკული რჩევები საფრანგეთში სწავლის შესახებ!
• Université Paris VIII Vincennes - Saint-Denis
• EM Strasbourg
• ECE (engineering school)
• Ecole Brassart (Art/Design)
• ISC Paris (business)
• CESI (engineering school)
• Vatel (hotel/tourism)
• Ecole Ducasse (cooking school)
• SKEMA
• MOD’ART (Art/Design)
შევხვდებით ხუთშაბათს, 2 აპრილს, 14:00 საათზე, Fabrika-ში! ეგნატე ნინოშვილის ქ. 8, თბილისი 0102
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
რეგისტრაცია აუცილებელია, იხილეთ რეგისტრაციის ბმული:
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით : campusfrancegeorgie@gmail.com