კალენდარი

განაცხადების მიღება დოკუმენტური კინოს ავტორებისთვის ნანტი-თბილისის ერთობლივ სარეზიდენციო პროგრამაზე

განაცხადების მიღება დოკუმენტური კინოს ავტორებისთვის ნანტი-თბილისის ერთობლივ სარეზიდენციო პროგრამაზე 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქალაქ ნანტის (18 წელზე მეტი ასაკის) მცხოვრებლებს.

ქალაქების ნანტისა და თბილისის დაძმობილების ფარგლებში, გამოცხადდა კანდიდატურების მიღება კინემატოგრაფისტების ერთობლივ სარეზიდენციო პროგრამაზე. პროექტი მიზნად ისახავს დოკუმენტური კინოს პროექტის განვითარების ხელშეწყობას, ამასთანავე დაძმობილებულ ქალაქებს შორის კულტურული და პროფესიული კავშირების გაცვლას.

განაცხადების მიღების ბოლო თარიღია: 2025 წლის 17 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
 
https://urlr.me/gsKRE2