კალენდარი

მედიათეკა | 2023-10-05 18 h

ფრანსუა კოტინის წიგნის და თარგმანის „რით არ ვარ ქართველი" პრეზენტაცია

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
და გამომცემლობა აგორა

გიწვევთ პრეზენტაციაზე.

წარმოგიდგენთ

ფრანსუა კოტინის წიგნს და თარგმანს ქართულ ენაზე  „რით არ ვარ ქართველი",

ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს 18სთ00წთ-ზე

შეხვედრა გაიმართება ქართულ და ფრანგულ ენებზე.


 

ფრანსუა კოტინი განათლებით ინჟინერია. ის დაჯილდოებულია დიდი შემოქმედებითი უნარით. ამ ნიჭს იგი უშურველად იყენებს ყველა თანამდებობაზე, სადაც მუშაობა უწევს. თავის ძირითად საქმიანობასთან ერთად იგი წერს ნოველებს და პოეტურ ტექსტებს.

ნოველების კრებული ’’რით არ ვარ ქართველი’’ ცხოვრებისეულ შემთხვევითობებზეა. ავტორს სურს თვალი აგვიხილოს და ჩვენი არსებობის საოცარი, მაგიური მხარე დაგვანახოს.

 

ტექსტები ილუსტრირებულია ირაკლი ნასიძის მიერ, რომელმაც აბსოლიტური სიზუსტით გადმოგვცა ავტორის ნააზრევი.

ირაკლი ნასიძე არის მხატვარი და შემოქმედი, ფრანგული მაღალი მოდის, პრეტ-ა-პორტეს და სამკაულების ხელოვანი. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, ის პარიზში დამკვიდრდა, სადაც შექმნა თავისი საკუთარი ბრენდი. ამჟამად დიზაინერი მოღვაწეობს საფრანგეთში, საქართველოსა და ჩინეთში.