კალენდარი

ფრანკოფონია 2025 - კონკურსები

ფრანკოფონია 2025-ის ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია (AGPF+) საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან, თურქეთში კანადის საელჩოსთან და აზერბაიჯანსა და საქართველოში ბელგიის სამეფოს საელჩოსთან პარტნიორობით, ფრანგულენოვან მოსწავლეებს სთავაზობს კონკურსებს თემაზე „გადავარჩინოთ ოკეანეები“.
კონკურსები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ფრანგული ენის გამოყენებით, აიმაღლონ ცნობიერება ოკეანეების, ზღვების, მდინარეების ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნებისა და წყლის დაბინძურებით გამოწვეული რისკების შესახებ, სიღრმისეულად შეისწავლონ წყლის გარემოს დაცვის საკითხები და დასახონ კონკრეტული ქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს წყლის გარემოს დაცვას, მისი სიჯანსაღის შენარჩუნებასა და გადარჩენას.
კონკურსები თემატიკა უკავშირდება გაეროს ოკეანის მესამე კონფერენციას, რომელსაც უმასპინძლებს საფრანგეთის ქალაქი ნიცა 2025 წლის 9-13 ივნისს და რომლის მთავარი თემაა „მოქმედება და მობილიზება ოკეანის კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენებისთვის “.

ინდივიდუალური კონკურსი 10-13 წლის ფრანგულენოვანი მოსწავლეებისთვის


საკლასო კონკურსი 14-18 წლის ფრანგულენოვანი მოსწავლეებისთვის(A2-B1 დონე)


საკლასო კონკურსი 15-18 წლის ფრანგულენოვანი მოსწავლეებისთვის (A1 დონე)