კალენდარი

ფრანგული კინოს კლასიკის რეტროპსექტივა
ფიპრესი საქართველო (Fipresci Georgia), საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და სინექსპრესი (CinExpress) წარმოგიდგენთ:
ფრანგული კინოს კლასიკის რეტროსპექტივა: « დრო და მეხსიერება ».
რეტროსპექტივა აერთიანებს სამ მნიშვნელოვან ავტორს - ანიეს ვარდა, ლუი მალი, ჟან-ლუკ გოდარი. მათმა ფილმებმა განსაკუთრებული კვალი დატოვა კინოს ისტორიასა და მეხსიერებაში. სოციალური და კულტურული გარდატეხები, ახალი ფორმებისა და იდეების ძიება, პერსონალური და კოლექტიური ტრავმები, ადამიანური გამოცდილებების კომპლექსურობა აერთიანებს შერჩეულ ნამუშევრებს. მკაფიოდ დაფიქსირებული დრო, სადაც კონკრეტული ქვეყნის ისტორია, მნიშვნელოვანი ამბები, მემკვიდრეობა, გამოწვევები ჩანს და მარადიულ თემებზე რეფლექსიაც ხდება.
ფილმები დღეების მიხედვით:
21 სექტემბერი, კვირა, 19:00
„კლეო 5-დან 7-მდე“ - ანიეს ვარდა
22 სექტემბერი, ორშაბათი, 19:00
„უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ - ჟან-ლუკ გოდარი
23 სექტემბერი, სამშაბათი, 17:00
„ნახვამდის ბავშვებო“ - ლუი მალი
მისამართი: კინოს სახლი. ძმები კაკაბაძეების ქუჩა 2, თბილისი.