კალენდარი

ფრანგული ენის სახელოსნოები

ფრანგული? … ბავშვებისთვის თამაშია!



თქვენი შვილები ენერგიით სავსე და ცნობისმოყვარეები არიან? უყვართ ბევრი ლაპარაკი და ეძებთ მათთვის გასართობ-შემეცნებით აქტივობებს?


არ დააყოვნოთ! აღმოაჩინეთ ჩვენი სახელოსნოების სერია, რომლებიც განკუთვნილია 3-6 და 7-11 წლის ბავშვებისთვის. ფრანგული ენის აღმოჩენის სახელოსნოები შექმნილია იმისათვის, რომ პატარებმა სახალისო და საგანმანათლებლო მეთოდებით სიამოვნებით შეისწავლონ ფრანგული ენა და კულტურა!


თამაშები, სიმღერები, ზღაპრები და აღმოჩენები – ყველაფერი გათვლილია ბავშვების ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად მზრუნველ და მხიარულ გარემოში.


შემოგვიერთდით 27 სექტემბრიდან.



რეგისტრაციისთვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
- ნომერზე 2 92 28 55, ან მოგვწერეთ info@institutfrancais.ge
- გაიარეთ რეგისტრაცია პირდაპირ ჩვენს ვებგვერდზე: https://institutfrancais.ge/fr/courses/registration


სწავლა და გართობა ერთად - ეს შესაძლებელია საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში!