კალენდარი

ფრანგული ენის კურსი დიპლომატიასა და გეოპოლიტიკაში

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ ფრანგული ენის კურსს დიპლომატიასა და გეოპოლიტიკაში!

დაინტერესებული ხართ მსოფლიოში მიმდინარე დიპლომატიური და გეოპოლიტიკური პროცესებით და გსურთ ამ სფეროში ფრანგული ენის გამოყენება?

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის განახლებული და გამდიდრებული კურსის დახმარებით, ეზიარეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამყაროს ფრანგულად.

კურსი 12-საათიან სასწავლო ციკლს მოიცავს და მას დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, პროფესორი გოჩა ჯავახიშვილი გაუძღვება.

პრაქტიკული მეთოდი: რეალური შემთხვევების ანალიზი, ტექსტების შესწავლა, ლექსიკა, სიტუაციური სწავლება.

კურსზე ჩასაწერად საჭირო ფრანგული ენის დონე: მინიმუმ B1

არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, შემოგვიერთდით, ადგილები შეზღუდულია!

რეგისტრაციისთვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
- ნომერზე 2 92 28 55, ან მოგვწერეთ info@institutfrancais.ge